Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის თქმით, მოსკოვი ევროკავშირის მისიის დასუსტებას ცდილობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აპრ.'12 / 16:51

მოსკოვი ცდილობს ძირი გამოუთხაროს და „დაასუსტოს“ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოხუმში თავისი „მარიონეტების“ ხელით, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ 26 აპრილს.

„ისინი ამას ვერ მიაღწევენ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, „ჩვენ ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებთ და ეს არის შეშფოთების საფუძველი ასეთი ღია და, მე ვიტყოდი, თავხედური მცდელობა რუსეთის ფედერაციის და მისი მარიონეტების მხრიდან“.

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ 25 აპრილს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ანდჟეი ტიშკევიჩი სოხუმის მიმართ „უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა და „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა. ამ ფაქტს ერთი დღით ადრე წინ უძღოდა აფხაზური მხარის უარი მონაწილეობა მიეღო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 24 აპრილს გალში დაგეგმილ შეხვედრაში ტიშკევიჩის მიმართ პროტესტის ნიშნად. სოხუმს სურს, რომ მისიას ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრებზე ვინმე სხვა წარმოადგენდეს და არა მისიის ხელმძღვანელი.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სტაბილურობის, სიმშვიდის ერთ–ერთი მთავარი საერთაშორისო ინსტრუმენტი და ყველას, ვისაც სურს რომ იყოს მშვიდობა, სურს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ფუნქციონირებდეს ხელშეუშლელად“, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 26 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ განხორციელებული დემარში იმ ქმედებათა ჯაჭვის ნაწილია, რომელიც საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების როლის შესუსტებას ისახავს მიზნად.

ამავე განცხადების თანახმად, ეს და სხვა დემარშები მისიის წინააღმდეგ ნათლად წარმოაჩენს, რომ რუსული მხარე არაკომფორტულად გრძნობს თავს საქართველოს ტერიტორიაზე ნეიტრალური და მიუკერძოებელი საერთაშორისო მისიების ყოფნის გამო.

ქართულმა მხარემ მოუწოდა მოსკოვს უზრუნველყოს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის და ჟენევის დისკუსიების შეუფერხებელი მუშაობა და დაუყონებლივ მოიხსნას ყველა წინააღმდეგობა ინციდენტების პრევენციის მექანიზმში და ჟენევის დისკუსიებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლთან დაკავშირებით.  

26 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში გიგა ბოკერია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადების იმ ნაწილსაც შეეხო, რომელიც პროტესტს გამოხატავს სადამკვირვებლო მისიის უარზე, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ჯეროვანი ყურადღება“ დაუთმოს თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ შეიარაღებული დაჯგუფებების ფორმირების თაობაზე გამოთქმულ ბრალდებებს.

„აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და სულელურმა განცხადებებმა, რომელსაც აკეთებდა ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი, მისცა საბაბი ასეთი აგრესიული კამპანიისა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბოკერიამ.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28