Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი აფხაზეთში დოკუ უმაროვის იარაღის სამალავებზე საუბრობს და თბილისს ადანაშაულებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 მაი.'12 / 19:20

რუსეთმა განაცხადა 10 მაისს, რომ მისმა ფედერალური უშიშროების სამსახურმა სეპარატისტულ აფხაზეთში დიდი რაოდენობით იარაღის სამალავები აღმოაჩინა, რომელთა სამიზნეც სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ობიექტები იყო. რუსეთის თქმით, იარაღი აფხაზეთში „ქართულ სპეცსამსახურებთან ახლო კავშირების მქონე“ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა, დოკუ უმაროვმა შეიტანა.

უმაროვმა, რომელიც რუსეთის მიერ იძებნება, საკუთარი თავი „კავკასიის საამიროს ემირად“ გამოაცხადა; იგი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორისტთა სიაშიც არის შესული.

განცხადება იარაღის სამალავების თაობაზე, რომელიც რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა 10 მაისს გაავრცელეს, რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტს ეკუთვნის. ეს რუსეთის სამთავრობო სტრუქტურაა, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დაქვემდებარებაშია და ანტიტერორისტული პოლიტიკის კოორდინაციას ახორციელებს.

ცალკე, თუმცა მსგავსი შინაარსის განცხადება, რომელიც „აფსნიპრესმა“ ფოტოებთან ერთად გაავრცელა, სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების სამსახურმაც გამოაქვეყნა.

„საქართველოს სპეცსამსახურებთან ახლო კავშირების მქონე უმაროვი კოორდინაციას უწევდა სოჭის უშუალო სიახლოვეს ტერაქტების მოსახდენად საშუალებების მიწოდების ორგანიზებას და ხსენებული სამალავების მოწყობას“, – განაცხადა რუსეთის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა.

„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შეძლო დაედგინა, რომ მებრძოლები გეგმავდნენ 2012–2014 წლებში გადაეტანათ აღნიშნული შეიარაღება ოლიმპიური თამაშების მომზადებისა და გამართვის პერიოდში ტერორისტული აქტების მოსაწყობად“, – განაცხადეს რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში.

ამ განცხადების თანახმად, 4 და 5 მაისს აფხაზეთში სამალავების აღმოჩენა შარშან აგვისტოში „აფხაზეთის ჯამაათის“ თაობაზე დაწყებული გამოძიების შედეგია. ეს დაჯგუფება უმაროვის "კავკასიის საამიროს" აფხაზურ შტოდ მოიაზრება.

აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ასევე დაპატიმრებულია "აფხაზეთის ჯამაათის" ლიდერი რუსლან გიცბა.

სოხუმის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, იარაღის სამალავები, სადაც ასევე ინახებოდა რაკეტსაწინააღდეგო სისტემები, სხვადასხვა ადგილებში აღმოაჩინეს, ძირითადად გუდაუთის რაიონის სოფლებში დურიფშიშსა და ბზიფში. 

რუსული და აფხაზური განცხადებების თანახმად, ამოღებულ იარაღს შორისაა 27 ერთეული „აგლენის“ ტიპის რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი; სამი პორტატული ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარი „იგლა“ და „სტრელა“ შვიდი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტით; სამი მრავალჯერადი გამოყენების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი; „შმელის“ ტიპის ყუმბართმტყორცნი; „ეს-პე-გე 9“ ტიპის ყუმბართმტყორცნი; ავტომატური ყუმბართმტყორცნი; 36 ერთეული 80 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნის ჭურვი; 26 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; მართული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გამშვები ორი რაკეტით; თვითნაკეთი უმართავი რაკეტის გამშვები თავისი ოთხი რაკეტით; ასევე დიდი ოდენობით ტყვიები და სხვა საბრძოლო მასალები, ასევე 15 კილოგრამი ტროტილი.

რუსეთის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წლის თებერვალში აფხაზეთის ტერიტორიაზე დააკავეს ასევე ბანდიტური იატაკქვეშეთის კურიერი, რომლისგანაც 300 დეტონატორი ამოიღეს.

„როგორც დადგინდა, ისინი [დეტონატორების] აფხაზეთში საქართველოდან ჩაიტანეს“, – განაცხადა მან.

სოხუმის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, დეტონატორები აფხაზეთში საქართველოდან თურქეთის გავლით შეიტანეს; ერთადერთი პირდაპირი გზა თურქეთიდან სეპარატისტული რეგიონისკენ შავ ზღვაზე გადის.

რუსეთის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ "ოპერატიული მონაცემებით, [იარაღის] რუსეთში გაგზავნასთან უშუალო კავშირი აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს და თურქეთის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მათთან დაკავშირებულ წარმომადგენლებს“.

სოხუმის განცხადების თანახმად, ერთ–ერთი სამალავი გუდაუთის რაიონის სოფელ ბზიფში აღმოაჩინეს, სადაც ედგარ ჭითანავა ცხოვრობს. აფხაზურმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ჭითანავას დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია 5 მაისს გაავრცელეს; მას ბრალად ედება 2007 წლის ივლისში აფხაზეთის ამჟამინდელ ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის მცდელობა; მაშინ ანქვაბი სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი იყო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32