Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მაი.'12 / 11:31


ფოტო: მაშველებს 13 მაისს შუაღამისას ორთაჭალის ადგილობრივი მკვიდრი საკუთარი სახლიდან გამოყავთ. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge 

ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, დაიღუპა თბილისში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, იტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახური.

ფოტორეპორტაჟი წყალდიდობით ყველაზე მეტად დაზარალებული ორთაჭალიდან

ძლიერმა წვიმამ, რომელიც დედაქალაქში 12 მაისს დაახლოებით 22:00 საათზე დაიწყო, ორთაჭალაში მდებარე პატარა ქუჩაზე ნიაღვარი გამოიწვია, რის შედეგადაც მოვარდნილმა წყლის ნაკადმა გორაკიდან გორგასლის ქუჩაზე რამდენიმე მანქანა გაიტაცა. 

წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე სხვა უბანშიც დატბორა ქუჩები, თუმცა ყველაზე მეტად ორთაჭალა დაზარალდა, სადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.

წყალდიდობა მოხდა ასევე დუშეთის რაიონშიც, სადაც ასევე მეწყერი ჩამოწვა. ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია ლაგოდეხის და ახმეტის რაიონებშიც, სადაც რამდენიმე სოფელში სახლები დაიტბორა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შინაური ცხოველები წყალმა წაიღო.

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში სიცოცხლისთვის არასახიფათო დაზიანებებით შვიდი ადამიანი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოებში.

ძლიერი წვიმა დედაქალაქში სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის დროსაც, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ნალექის მოცულობამ 93 მილიმეტრი შეადგინა. ბოლოს ამ რაოდენობის ნალექი თბილისში 2009 წელს დაფიქსირდა.

სოციალური მედიის გამოხმაურებას წყალდიდობასთან დაკავშირებით შეგიძლიას მიადევნოთ თვალი Civil.ge–ს Storify–ის გვერდზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14