Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კლინტონი საქართველოს ნატოში მისწრაფების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მაი.'12 / 10:49

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები დამატებითი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის, რომ დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ერთგულება აჩვენოს, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 21 მაისს.

მან ეს განცხადება გააკეთა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კოლეგებთან ოთხი ასპირანტი ქვეყნიდან – ბოსნია და ჰერცეგოვინადან, მონტენეგროდან, მაკედონიიდან და საქართველოდან, რომელიც ჩიკაგოში ნატოს ორდღიანი სამიტის დასკვნით დღეს გაიმართა.
 
კლინტონმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ნატოს მიერ ღია კარის პოლიტიკის ერთგულების დასტურია და დასძინა: „მჯერა, რომ ეს იქნება ბოლო სამიტი, რომელიც არ არის გაფართოების სამიტი“.

შემდეგ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ოთხივე ასპირანტ ქვეყანაზე ისაუბრა.

საქართველოს შესახებ მან განაცხადა, რომ მოკავშირეები „ძალიან მადლიერნი არიან მისი წვლილის გამო“ ISAF-ის ოპერაციაში და აღნიშნა, რომ შემოდგომაზე საქართველო ალიანსის ის არაწევრი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში.

„საქართველომ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები და მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დამატებითი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის, რათა დაანახოს მსოფლიოს, რომ  ის ნატოს დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია“, – განაცხადა კლინტონმა.

„ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმებით საქართველოს ძალის გამოუყენებლობის პირობას და რუსეთს საპასუხო ნაბიჯის გადადგმისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის გადაწყვეტილებას და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.

ნატოს და ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ თავმჯდომარეობდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ოთხ ქვეყანას „განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ნატოს პარტნიორებს შორის“.

„დღევანდელი შეხვედრა ცხადყოფს, თუ რამდენად ძლიერადაა დაკავშირებული თქვენი ოთხი ქვეყანა ალიანსთან და რამდენად გვინდა ჩვენ ამ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება“, – მიმართა ვერშბოუმ ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21