Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მაი.'12 / 19:38

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს პრეზიდენტ სააკაშვილს ხელი არ მოაწეროს პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ „უგუნურ“ საკონსტიტუციო ცვლილებას და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად ხელახლა შეიტანოს განაცხადი.   

პრეზიდენტისადმი ღია წერილში ივანიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს „კონსტიტუციის შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს ნგრევის“ ფასად ისარგებლოს პოლიტიკური უფლებებით, რომელსაც მას საკონსტიტუციო ცვლილება ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობის გარეშე არჩევნებში მონაწილეობის კუთხით.

„მოგმართავთ, არ მოაწეროთ ხელი კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამით თქვენ გადაარჩენთ ქვეყნის პრესტიჟს და მის კონსტიტუციურ ფუნდამენტს, რომელიც შეუდარებლად მაღალი ღირებულებაა, ვიდრე თქვენი, ჩემი და ყველა პოლიტიკური ძალის აწმყო თუ მომავალი, ერთად აღებული,“– აცხადებს ივანიშვილი 22 მაისს გამოქვეყნებულ ღია წერილში.

„ამასთანავე, მე არ ვაპირებ ახირებაში გაგეჯიბროთ და მზად ვარ მოგცეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორების კიდევ ერთი საშუალება - ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მოგმართოთ ისეთი განცხადებით, რომელზეც  თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო მოხელეები მიუთითებენ“.

„თუ არ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და უარს არ იტყვით კონსტიტუციურ ცვლილებებზე, მაშინ მე: არ გავხდები ანტისახელმწიფოებრივი ქმედების თანამონაწილე, არ ვისარგებლებ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით და არ მივიღებ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში; გავაგრძელებ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას იმ ფარგლებში, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის - მირჩევნია, კანონის ზღვარზე ვიარო, ვიდრე თქვენთან ერთად გავიდე ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ სივრცეში; ყველა კონსტიტუციურ გზას გამოვიყენებ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის და საბოლოოდ მაინც შევასრულებ ქართველი ხალხისათვის მიცემულ ყველა დანაპირებს“, – აცხადებს ივანიშვილი ღია წერილში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებიდან ცოტა ხანში გამოქვეყნდა.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებამ უარი უთხრა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიცემაზე და სანაცვლოდ ორმაგი მოქალაქეობის პროცედურის გამოყენება ურჩია, შემოთავაზებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე იყაროს კენჭი არჩევნებში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა  20 მაისს განაცხადა, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებით „ძირი გამოვუთხარეთ შეთქმულებას, რომელიც ჩვენი არჩევნების დელეგიტიმაციას ისახავდა მიზნად“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12