Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი თბილისის გაზისა და ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების ყიდვაზე გავრცელებულ ხმებს პასუხობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 მაი.'12 / 12:05

ბოლო პერიოდში თბილისში აქტიურად გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ მილიარდერმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა ან აპირებს იყიდოს თბილისის გაზისა და ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიები, რათა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ტარიფები დაწიოს.

24 მაისს მთავრობის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ მან გადადო სახელმწიფოს კუთვნილი რკინიგზის აქციათა 25%–ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსება ბაზრებზე შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის მოტივით, გააჩინა ხმები იმის შესახებ, რომ ამ გეგმაზე უარის თქმა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ივანიშვილი აპირებდა რკინიგზის აქციების ყიდვას.

ტელეკომპანია „კავკასიაზე“ დავით აქუბარდიას თოქ–შოუში 24 მაისს სტუმრობისას ამ ჭორებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, თუ რამდენად შეესაბამებოდა ისინი სიმართლეს, ივანიშვილმა უპასუხა: „საერთოდ „თელასის“ და რკინიგზის გატანა უნდათ 25%–ის ბირჟაზე; ნებისმიერი ბიზნესმენი შეიძლება დაინტერესდეს, ამაში არაფერი არ არის სასწაული. საერთოდ, მე არ მიყვარს წინასწარ განცხადებების კეთება. არაფერი ჯერ რეალური არ არის, რომ ამაზე ვისაუბრო“.

აქუბარდიამ ეს განცხადება მიიჩნია რა გავრცელებული ხმების დადასტურებად უთხრა ივანიშვილს: „გასაგებია, ეს უკვე პასუხია. ე.ი. ველოდოთ გაზისა და დენის ფასის გაიაფებას“.

„არა, არა. მე ასე არ მითქვამს“, – უპასუხა მაშინვე ივანიშვილმა, „ასე არ მითქვამს, მაგრამ ახლა თუ დავინტერესდი თუნდაც „თელასით“, გინდაც სხვა აქციებით, რატომაც არა პრინციპში“. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არაფერი რეალური ამ მიმართულებით არ ხდება.

თბილისში ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიის „თელასის“ აქციათა 75%–ის მფლობელია ნიდერლანდების სამეფოში დარეგისტრირებული Silk Road Holdings B.V., რომელსაც სრულად ფლობს რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაო”; „თელასის“ აქციათა 24.53% სახელმწიფო საკუთრებაშია. კვირის დასაწყისში საინფორმაციო სააგენტოები „ინტერ რაო”–ს წარმომადგენლის ნიკოლაი გორელოვის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ „ინტერ რაო”–ს „თელასში“ წილები არ გაუყიდია.

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მესაკუთრეა „ყაზტრანსგაზი“, რომელიც ყაზახეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია ”ყაზმუნაიგაზის“ შემადგენელი ნაწილია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36