Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ამოქმედდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 მაი.'12 / 12:10

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები მას შემდეგ ამოქმედდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა.

ცვლილებები, რომელიც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე უფლებას აძლევს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, როგორც საქართველოში დაბადებულმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის, საფრანგეთის მოქალაქემ, რომელიც ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, „საკანონმდებლო მაცნეში“ 29 მაისს გამოქვეყნდა.

შვიდი დღით ადრე, 22 მაისს, როცა პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებებს მესამე მოსმენით უყარა კენჭი, ივანიშვილმა მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს ვეტოს უფლება გამოეყენებინა, რადგან ამ „აბსურდული“ ინიციატივის საფუძველზე არჩევნებში მაინც არ მიიღებდა მონაწილეობას და სანაცვლოდ, ამ უფლების მოპოვებისთვის კვლავ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ეცდებოდა ორმაგი მოქალაქეობის პროცედურის გზით – ამ პროცედურის გამოყენება მას ხელისუფლებამ მას შემდეგ ურჩია, რაც ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიცემაზე უარი უთხრა.

მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველა ბარიერი მოუხსნა ივანიშვილს და ახლა მისი გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას.

იმავდროულად, საკონსტიტუციო ცვლილებით, სადეპუტატო ასაკი 25–დან 21 წლამდე დაიწია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14