Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ‘აშშ–ს არასდროს დაუძალებია ჩვენთვის კოსოვოს აღიარება’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ივნ.'12 / 11:05

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან „ავტონომია“ აქვს საგარეო პოლიტიკურ საკითხებში და მიუხედავად იმისა, რომ  მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, „ძირითადად თანხვედრა გვაქვს“, არსებობს განსახვავებული პოზიციებიც, მათ შორის კოსოვოზე, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 ივნისს და დასძინა, რომ ამერიკას არასდროს „დაუძალებია“ საქართველოსთვის კოსოვოს აღიარება.

მას ეს განცხადება წარჩინებულ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა, რომლის დროსაც პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტზე და რუსეთი და შეერთებული შტატები ერთმანეთს შეადარა. მისი თქმით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამერიკა და რუსეთი ერთია საქართველოსთვის, მცდარია.

„ამერიკა ამბობს, რომ არმია უნდა შევქმნათ, 'თქვენი ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს' ... რომ   საქართველოში დემოკრატია და თავისუფლება  უნდა იყოს და ქვეყანა უნდა განვითარდეს – იმას, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ჩვენ გვაქვს ავტონომია ... და არასდროს არ გვიწერს [აშშ], თუ რა უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მან.

„ამერიკამ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საქართველომ კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა და არასოდეს [აშშ] არ მოგვწოლია რომ გინდა თუ არა გააკეთეთ [აღიარეთ კოსოვო]. ჩვენ მიგვაჩნია, რომ  საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით და ასევე, ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ იყო სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკა გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შენი თავისუფლება და შენი პოლიტიკა გქონდეს და გადაწყვეტილებები თავად მიიღო. ყველაზე მთვარი კი ის არის, რომ მას სურს წარმატებული და განვითარებული იყო“, - განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24