Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„ეს შენ გეხება“ პარლამენტს „must carry“-ის დაკანონებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ივნ.'12 / 16:58

სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებმა, რომლებმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით თებერვლიდან კამპანია „ეს შენ გეხება“ წამოიწყეს, კიდევ ერთხელ მოუწოდეს პარლამენტს განიხილოს მათი წინადადება, რომლის თანახმადაც საკაბელო ქსელები ვალდებული გახდებიან საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ, რაც გაზრდის საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო პერიოდში.

გასულ თვეში კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებათა კომპლექსური წინადადებებით მიმართეს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებასთან, საარჩევნო ადმინისტრაციების გამჭირვალობის უზრუნველყოფასთან, საარჩევნო პერიოდში სუბიექტებისთვის მედია–თანაბრობის  უზრუნველყოფასა და მაუწყებლობის ტრანზიტის საკითხებთან დაკავშირებით.

პარლამენტის სახელზე 8 ივნისს გაკეთებულ მიმართვაში კამპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო  წინადადებათა პაკეტიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ ე.წ. Must carry-ის და must offer-ის პრინციპების დაკანონებას ანიჭებენ.

ეს წესი, შემოღების შემთხვევაში, დაავალდებულებს საკაბელო ქსელებს, რომ საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ, საინფორმაციო არხების შერჩევითი ამოღების გარეშე და მეორე მხრივ, მაუწყებლები ვალდებულნი გახდებიან, რომ საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების უფლება მისცენ.

„ეს შენ გეხება“–მ  განაცხადა, რომ ამ წესის დანერგვა „მოხსნის კითხვებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირებისა და მედია პლურალიზმის პრობლემების თაობაზე“. 

მმართველი პარტიის დეპუტატებმა უკვე გამოხატეს თავიანთი საწინააღმდეგო პოზიცია must-carry-ის და must-offer-ის პრინციპების დანერგვის მიმართ. მათი თქმით, ამ რეგულაციის მიღება კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევის ტოლფასი იქნება.

მიმართვა პარლამენტის სახელზე „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი „მეცხრე არხის“ გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და ასევე თბილისის ტრანსპორტის მომსახურების კომპანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაიგზავნა. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ გადაწყვიტა, რომ სამარშრუტო ტაქსებში რადიო სიგნალი გაეთიშა და მის ნაცვლად რეკლამები გაეშვა.

„მაშინაც კი, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს, ზოგ შემთხვევაში გარკვეული სამართლებრივი საფუძველი შეიძლება მოეძებნოს, მიღებული შედეგი მრავალი არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციისა და მოქალაქის შეშფოთების საგანი გახდა“, – აცხადებს ჯგუფი და დასძენს, რომ ეს ზღუდავს მედია საშუალებების შესაძლებლობას უფრო ფართო აუდიტორია მოიცვას. 

შპს „სტერეო+“–მა, კომპანიამ, რომელიც სატელევიზიო არხებს ტექნიკურ მომსახურებას უწევს, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში „მეცხრე არხის“ სიგნალი, რომელსაც თანამგზავრული და საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია აქვს, მეტრულ სიხშირეზე გაუშვა, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ მოსახლეობას ეს არხი სატელევიზიო ანტენის მეშვეობით მიეღო. თუმცა საქმეში მალევე ჩაერია საქართველოს კომუნიკაციების კომისია, რომელმაც „სტერეო+“–ის ქმედება უკანონოდ ცნო,  5 000 ლარით დააჯარიმა და „მეცხრე არხის“ გაშვების შეწყვეტა დაავალა.  ამჟამად „მეცხრე არხის“ მიღება სატელიტური თეფშების მეშვეობით არის შესაძლებელი და ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი საკაბელო კომპანიის, „გლობალ TV“–ის მეშვეობით. სხვა საკაბელო ოპერატორებმა „მეცხრე არხის“ გაშვებაზე უარი თქვეს.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ განაცხადა, რომ ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც სამარშრუტო ტაქსებში რადიო სიგნალი გაითიშა, იყო კომპანიის მიერ სარეკლამო ფირმასთან კონტრაქტით აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც, მიკროავტობუსებში რეკლამების გასაშვებად მონიტორები უნდა დამონტაჟდეს.

"ეს შენ გეხება“ პარლამენტისათვის მიმართვაში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ციტირებას ახდენს, რომელმაც საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნების წინ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება.

კამპანიის წარმომადგენლები ღია წერილში პარლამენტს მოუწოდებენ: „არ დაუშვათ, რაიმე ფორმით შეიზღუდოს  რომელიმე მედია საშუალების გავრცელება; უახლოეს პერიოდში უზრუნველყოთ მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში “must carry”-ის და “must offer”-ის პრინციპების დანერგვა; მაქსიმალურად გაითვალისწინოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებები და რეკომენდაციები ქვეყანაში  პლურალისტური მედიის აუცილებლობის თაობაზე“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
5