Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი 126 მილიონი ლარით დაჯარიმდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ივნ.'12 / 15:47

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს დაამტკიცა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება, რომელიც ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 126.22 მილიონი ლარის ჯარიმას აკისრებს.

ივანიშვილს შესაძლოა დამატებით 22.42 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისროს, ვინაიდან სასამართლო კიდევ ერთ საქმეს განიხილავს ივანიშვილის მიერ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით.

126.22 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა ივანიშვილს იმ საქმესთან დაკავშირებით დაეკისრა, რომელიც  “გლობალ TV”-ის მიერ „ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების“ ფაქტს ეხება.

კონტროლის პალატის თქმით, “გლობალ TV”-ის მიერ ივანიშვილის ფინანსების გამოყენებით სატელიტური ანტენების უფასოდ დარიგება ასევე წარმოადგენს პარტიების შესახებ კანონის დარღვევას. კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ამ ქმედებით ამომრჩევლებს 12 662 019 ლარის ღირებულების საჩუქრები დაურიგდათ და ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. თუმცა, შემდეგ ეს თანხა 126.22 მილიონ ლარამდე გაორმაგდა, ვინაიდან, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ეს კანონი ივანიშვილმა განმეორებით დაარღვია.

ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

მეორე საქმე, რომელსაც სასამართლო ამჟამად განიხილავს, ეხება „ქართული ოცნებისთვის“ ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების “ბურჯის” და “ელიტა ბურჯის” მიერ „239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების“ გაწევის ფაქტს. კონტროლის პალატამ გაწეული მომსახურება 2 242 994 ლარად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო შემოწირულობის განხორციელებას წარმოადგენს.

კონტროლის პალატა ივანიშვილისთვის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვს და შემდეგ ამ თანხის გაორმაგებას, ივანიშვილის მიერ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის მრავალჯერადი დარღვევის გამო. დამტკიცების შემთხვევაში, ივანიშვილს დამატებითი 22.42 მილიონი ლარი დაეკისრება, რის შედეგადაც მასზე დაკისრებული ჯარიმის მთლიანი ოდენობა შეიძლება 148.65 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. 

ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ გასულ კვირას მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ქმედებები „მიმართულია მხოლოდ ერთი მიმართულებით, როგორმე ანტენების გავრცელება შეჩერდეს“.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ რეგიონებში ანტენების გავრცელებით მოხდება ის, რომ თქვენი ტელევიზიაც და სხვა ტელევიზიებიც, ობიექტურად გამშუქებელი ტელევიზიები მოახერხებენ, რომ რეგიონებში ინფორმაცია შეიტანონ. შესაბამისად, სააკაშვილის ტელევიზიების სიცრუე დაკნინდება და ეს არის მათთვის დამღუპველი“, – განაცხადა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
49