Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტიის წევრი ცხვრისა და ღვინის დარიგების გამო შეიძლება დაჯარიმდეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ივნ.'12 / 21:03

კონტროლის პალატამ განაცხადა 11 ივნისს, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა კახა ბარათაშვილმა კანონი დაარღვია, როდესაც აპრილში სააღდგომოდ რუსთავის რამდენიმე მკვიდრს საჩუქრად ღვინო და ცხვარი გადასცა.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ სახეზეა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევა, რომელიც უკრძალავს პარტიას რაიმე საქონლის ან მომსახურების უფასოდ გაწევას მოქალაქეებისთვის კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა კერძო პირის მეშვეობით.

კონტროლის პალატის თქმით, აღდგომის წინა დღეებში, რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე მოსახლეობას საჩუქრად 7 920 ლარის ღირებულების ღვინო და ცხვარი დაურიგა. სასამართლოს მიერ კონტროლის პალატის გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს 39 600 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, რაც სადავო თანხის ხუთმაგი ოდენობაა.

პირველად რუსთავის ამომრჩევლებისთვის ღვინისა და ცხვრის დარიგების თემა საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ მაისის დასაწყისში წამოწია. მაშინდელი ინფორმაციით, ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო რუსთავის მაცხოვრებელთა ნაწილს  ნაციონალური მოძრაობის წევრის თამაზ გველუკაშვილმა სახელით დაურიგდა. თუმცა, კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ღვინო და ცხვარი დაარიგა არა საკრებულოს წევრმა თამაზ გველუკაშვილმა, არამედ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა ბარათაშვილმა.

გასულ კვირას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოუწოდა კონტროლის პალატას, რომ იმ დახურული შეხვედრებსაც მიაქციოს ყურადღება, რომლებსაც ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირები ბოლო დროს ამომრჩევლებთან მართავენ. მაისის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და სხვა ოფიციალური პირები ერთ–ერთ რესტორანში თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ექიმებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ექიმები აცხადებდნენ, რომ მათ შეხვედრაზე მიმდინარე რეფორმებსა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

საიამ განაცხადა, რომ ასეთ შეხვედრებზე ამომრჩევლების საკვებით გამასპინძლება პარტიების შესახებ კანონის დარღვევაა, რადგან პარტიას ეკრძალება საქართველოს მოქალაქისათვის უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდება ან გავრცელება. ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ „შესაძლოა ასევე ადგილი ჰქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებსაც“, რაც სისხლის სამართლით დასჯადი ქმედებაა.

რუსთავის საკრებულოს წევრის დაჯარიმების შესახებ კონტროლის პალატის განცხადების გავრცელებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს დაამტკიცა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება, რომლითაც ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 148 68 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10