Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხიდაშელი ივანიშვილს ურჩევს არ გადაიხადოს მრავალმილიონიანი ჯარიმა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ივნ.'12 / 11:49

რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ განაცხადა, რომ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა არ უნდა გადაიხადოს მრავალმილიონიანი ჯარიმა, რომელიც მას 11 ივნისს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა.

„ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა გადაიხადოს; ჩემი პირადი აზრი ასეთია“, – განუცხადა მან ტელეკომპანია „მაესტროს“ 12 ივნისს.

„არ გადახდის შემთხვევაში რა მოხდება, ამაზე ბევრი სამართლებრივი გზა არსებობს, მაგრამ არ ვაპირებ, რომ ეთერით სემინარი ჩავუტარო ხელისუფლებას ამის მერე როგორ უნდა მოიქცნენ“, – დასძინა მან.

მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი იქნება სააპელაციო სასამართლოში საქმის გასაჩივრება, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებიდან 48 საათში უნდა განხორციელდეს.

ივანიშვილის ადვოკატებმა და მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ მართალია აპირებენ გასაჩივრებას, მაგრამ არ აქვთ წარმატების იმედი, რადგან მათი თქმით, სასამართლო ჩართულია ივანიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიაში.

კანონის თანახმად, ჯარიმა გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 დღეში უნდა იქნას გადახდილი და გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს.

გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში, იწყება აღსრულების პროცესი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა ივანიშვილის ანგარიშები დაყადაღდეს.

სასამართლომ ორი დამოუკიდებელი საქმის განხილვის შედეგად 11 ივნისს ივანიშვილს ჯამში 148.68 მლნ ლარის გადახდა დააკისრა მას შემდეგ, რაც მას ამ გადაწყვეტილების დამტკიცების თხოვნით კონტროლის პალატამ მიმართა იმ მოტივით, რომ ივანიშვილმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი დაარღვია.

ჯარიმის ოდენობა საქართველოს წლევანდელი საბიუჯეტო შემოსავლების 2.1%–ს შეადგენს და ივანიშვილის პირადი ქონების, რომელიც 6.4 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, დაახლოებით 1.4%–ია.

ცალკე საქმეთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ივანიშვილს უკავშირდება, 12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა 4.76 მილიონი ლარის ჯარიმა, რომელიც კომპანია „მენეჯმენტ სერვისს“ კონტროლის პალატამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით მაისში დააკისრა.

„მენეჯმენტ სერვისი“ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც მართავს ბათუმის დელფინარიუმს და ქობულეთის გასართობ პარკს „ციცინათელას“.

15 მაისს კონტროლის პალატამ, განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება, მათ შორის ოფისების დაქირავება და მათი გარემონტება, წარმოადგენს 476 619 ლარის შემოწირულობას და „მენეჯმენტ სერვისი“ ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება.

ივანიშვილის ადვოკატებმა, კონტროლის პალატის ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც მაისის ბოლოს 4.76 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა ძალაში დატოვა; ეს საქმე ადვოკატებმა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები ამოქმედდა და ათმაგი ჯარიმები ხუთმაგ ოდენობამდე შემცირდა. შედეგად სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა ჯარიმა და შედეგად, „მენეჯმენტ სერვისს“ 2.38 მლნ ლარის გადახდა მოუწევს.

თავად კომპანია უარყოფს მისი მხრიდან რაიმე კანონდარღვევას და აცხადებს, რომ ჯარიმის განახევრებული ოდენობაც კი აღემატება მის მთელ აქტივებს და ამიტომ მას გაკოტრება ემუქრება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11