Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტია ‘must carry’-ის პრინციპის შემოღების წინააღმდეგია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივნ.'12 / 12:02

მმართველი პარტიის დეპუტატებმა 14 ივნისს სამოქალაქო კამპანიის „ეს შენ გეხება“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიც აქტიურად ცდილობენ დაინერგოს საინფორმაციო არხების სავალდებულო ტრანზიტის პრინციპი, განაცხადეს, რომ მათთვის ეს შემოთავაზება მიუღებელია.

„ინფორმაციის პლურალიზმს არაფერი არ ემუქრება – არის ძალიან ბევრი ტელეკომპანია, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს ხელმისაწვდომობა ყველა არხთან დაკავშირებით. და მე ვფიქრობ, რომ ახალი ვალდებულებების შემოღება საკაბელოებისათვის არ იქნება სწორი. ეს არის კონკურენტუნარიანი ბაზარი. აქედან გამომდინარე, თვითონ კონკურენციის პირობებში უნდა გადაწყვიტონ როდის, რა პირობებით, რომელი მაუწყებლის გავრცელება იქნება მათთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან. 

მმართველი პარტიის დეპუტატებთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, სამოქალაქო კამპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი თავიანთი წინადადებების გატანას ხელმოწერების შეგროვების გზით შეეცდებიან. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არანაკლებ 30 000 ამომრჩეველს აქვს.

მაისის დასაწყისში „ეს შენ გეხება“–ს საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა პარლამენტს წარუდგინეს კომპლექსური საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც ავტორთა თქმით, მიზნად ისახავს საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ამ საკანონმდებლო წინადადებების პრიორიტეტული ნაწილია ე.წ. Must carry-ის და must offer-ის პრინციპები, რომლებიც, შემოღების შემთხვევაში, დაავალდებულებს საკაბელო ქსელებს, რომ საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ, საინფორმაციო არხების შერჩევითი ამოღების გარეშე და მეორე მხრივ, მაუწყებლები ვალდებულნი გახდებიან, რომ საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების უფლება მისცენ.

ეს შემოთავაზება ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს, როდესაც ზოგიერთ ტელეკომპანიას საკაბელო ქსელები მაუწყებლობის საშუალებას არ აძლევენ, ხოლო ცალკეულმა არხებმა თავად თქვეს უარი, რომ ერთ–ერთი საკაბელო ქსელით გასულიყვნენ ეთერში.

ამჟამად, Silk TV–ს და კავკასუს TV–ს ქსელებზე ტელეკომპანია „მაესტრო“  მიუწვდომელია, რასაც ეს ტელევიზია პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა, მაყურებელთა უმეტესობისთვის მიუწვდომელია, ვინაიდან ის მხოლოდ ერთი საკაბელო ქსელის – „გლობალ TV” მეშვეობით მაუწყებლობს. ამ უკანასკნელის თანამფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმაა.

თავად „გლობალ TV“–ის მეშვეობით მაუწყებლობაზე კომერციული მიზეზით უარი თქვეს ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“–მა. თუმცა „გლობალ TV“–მ განაცხადა, რომ ეს განზრახ გაკეთდა, რათა აბონენტები სხვა საკაბელო კომპანიაში გადასულიყვნენ და „გლობალ TV“–ის პოტენციური კლიენტები დაეკარგა, რაც საბოლოო ჯამში, "მეცხრე არხის" მაყურებელთა რაოდენობის შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

ლაშა ტუღუშმა, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა, რომელიც კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრია, განაცხადა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მმართველი პარტია უარს ამბობს მათი წინადადების გაზიარებაზე, „არის შიში, რომ „მაესტრო“, „კავკასია“, „მეცხრე არხი არ ნახოს ხალხმა – ეს არის მიზეზი“.

აშშ–ის ელჩმა საქართველოში, ჯობ ბასმა 13 ივნისს ვაშინგტონში „ატლანტიკურ საბჭოში“ გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში მედიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს წვდომა ინფორმაციაზე იმ ადამიანებისა, რომლებიც დიდ ქალაქებში არ ცხოვრობენ და „არ მიუწვდებათ ხელი იმ საკაბელო ოპერატორებზე, რომლებიც გადასცემენ პრო-ოპოზიციურ არხებს და ამდენად, ეყრდნობიან მეტრული სიხშირეებზე მთავარ მაუწყებლებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან პრო–სახელისუფლებო ორიენტაციისკენ“.

„ვფიქრობ, ლეგიტიმური იქნება წუხილის გამოთქმა იმაზე, რომ ამ ამომრჩევლებს არ აქვთ წვდომა ინფორმაციის ფართო სპექტრზე“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხზე გარკვეული პროგრესი უფრო ადრე იქნება მიღწეული, ვიდრე გვიან.

„ბევრ ადამიანს უწევს დაეყრდნოს ინფორმაციის ერთ წყაროს ან ცდილობს ერთად მოუყაროს თავი ინფორმაციას  სხვადასხვა წყაროებიდან,  რომლებიდანაც თითოეულს აქვს ძალიან ფოკუსირებული, კონცენტრირებული თვალთახედვა, რომლებიც არ განიხილავენ ალტერნატიულ ფაქტებს და ალტერნატიულ მოსაზრებებს“, – განაცხადა ჯონ ბასმა.

13 ივნისს ხელისუფლებისადმი სამოქალაქო კამპანიის მოწოდებებს ე.წ. Must carry-ის და must offer-ის დაკანონების თაობაზე, 11 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიაც შეუერთდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12