Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„გლობალ TV“–ის ამერიკელი თანამფლობელი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივნ.'12 / 13:14

კომპანია „გლობალ TV“–ის ამერიკელი თანამფლობელი ალექსანდრე რონჟესი, რომელიც გუშინ აშშ–ში გამგზავრების წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტის გამო დააკავეს მოწმის სახით, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

დაკითხვის შემდეგ, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხუთ საათზე მეტ ხანს ახორციელებდა, რონჟესის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გამომძიებლები ძირითადად საკუთრების გაყიდვის  შესახებ სვამდნენ კითხვებს და დაკითხვა დიდხანს იმის გამო გაგრძელდა, რომ ის თარჯიმნის დახმარებით მიმდინარეობდა, იტყობინებოდა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“.

მას ჰკითხავდნენ საქმეზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებას უკავშირდებოდა, საიდანაც მიღებული შემოსავლის – 3.1 მლნ ლარის  – მნიშვნელოვანი ნაწილი, სამსახურის თქმით, რონჟესმა საბანკო ანგარიშიდან გაიტანა და საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა ამ თანხის დეკლარირება.

განსხვავებით ქართულენოვანი განცხადებისაგან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადებაში, რომელიც ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა, აღნიშნა, რომ „ამოწმებს საკუთრების გაყიდვის ღირებულებას პოტენციური ფულის გათეთრების კონტექსტში“. უწყების თქმით, 3.1 მილიონი ლარი, რამდენადაც საკუთრება გაიყიდა, მის ამჟამინდელ საბაზრო ღირებულებას ორჯერ აღემატება.

საკუთრება კომპანია ლიზინგ XXI–მა შეიძინა, რომლის მფლობელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ფირმაა.

განცხადებაში, რომელიც პრეს–რელიზების გავრცელების სამსახურის მეშვეობით „გლობალ TV“–ის სახელით გავრცელდა,  ნათქვამია, რომ ოფიციალურმა პირებმა რონჟესს „გაყიდვიდან მიღებული ფულის თაობაზე ჰკითხეს, რომელიც მან სეიფში განათავსა, და განუწყვეტლივ ითხოვდნენ მისგან, რომ მათთვის სეიფი ეჩვენებინა, სადაც შემოსავლის ნაწილი ინახებოდა ნაღდი ფულის სახით“.
  
„ადგილობრივი ადვოკატების და აშშ–ის საკონსულო სამსახურის ჩარევის შემდეგ, რონჟესი გაათავისუფლეს დაახლოებით შუაღამისას“, – ნათქვამია განცხადებაში.     

რონჟესმა, რომელსაც ბრალი არ წაუყენეს, 12 ივნისს თბილისში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ „გლობალ TV“ ხელისუფლების მხრიდან შექმნილი სერიოზული სირთულეების წინაშე დადგა.

„გლობალ TV”-ის აქციების 66.8%–ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია; აქციების 16% საქართველოს სამ მოქალაქეს შორისაა გადანაწილებული, ხოლო 17.2%–ს აშშ-ის მოქალაქე ალექსანდრე რონჟესი ფლობს.

“გლობალ TV”-ი ერთადერთი საკაბელო კომპანიაა, რომელზეც ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ გადის.

2012 წლის მარტში "გლობალ TV"–ს, რომელიც თავისი კლიენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით სატელიტურ ანტენებსაც ამონტაჟებს, მოუწია რამდენიმე ქართული ტელევიზიის, მათ შორის „რუსთავი 2“–ის და „იმედის“, საკაბელო ქსელიდან გამორთვა, ამ არხების თხოვნის საფუძველზე. "გლობალ TV"–მ განაცხადა, რომ ეს განზრახ გაკეთდა, რათა მისი აბონენტები სხვა საკაბელო ქსელში გადასულიყვნენ, ხოლო ახალი აბონენტები არ ჩართულიყვნენ, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა იმ აბონენტების რაოდენობის შეზღუდვას, რომელთაც წვდომა ექნებოდათ „მეცხრე არხზე“. ეს არხი ასევე ხელმისაწვდომია სატელიტით და ინტერნეტით.

მოგვიანებით, „რუსთავი 2“–მა და „იმედმა“ სასამართლოში „გლობალ TV“–ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და განაცხადეს, რომ ის ფაქტი, რომ „გლობალ TV“–ის სატელიტური თეფშების მეშვეობით მაყურებლები კვლავ იღებდნენ „რუსთავი 2“–ს და „იმედს“ მათი სიგნალების რეტრალნსლირებას ნიშნავდა.

სატელიტიდან „რუსთავი 2“–ის და „იმედის“ არაკოდირებული სიგნალების მიღება თავისუფლადაა შესაძლებელი თურქული სატელიტური კომპანია Turksat–ის მეშვეობით.

„გლობალ TV“–მ წააგო სასამართლოში საქმე. კომპანიის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება აბსურდული იყო, რადგანაც კომპანია მხოლოდ სატელიტური თეფშების პროვაიდერია და მის შესაძლებლობებს აღემატება იმის გაკონტროლება, თუ რომელი სატელევიზიო არხის სიგნალს მიიღებს კლიენტი. კომპანიამ განაცხადა, რომ ტექნიკურად ერთადერთი გზა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის დაყენებული სატელიტური ანტენების დემონტაჟია. 

12 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე რონჟესმა ამ და სხვა პრობლემებზეც ისაუბრა, რომელთაც, მისი თქმით, ხელისუფლება „გლობალ TV“–ს მას შემდეგ უქმნის, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში წავიდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22