Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილს ჯარიმა 74.32 მლნ ლარამდე გაუნახევრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივნ.'12 / 12:51

სააპელაციო სასამართლომ 15 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს კვირის დასაწყისში დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმა 74.32 მლნ ლარამდე გაუნახევრდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს ორ საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით მილიარდერ პოლიტიკოსს ჯამში 148.68 მლნ ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა, დაამტკიცა რა კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც ივანიშვილი პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევაში იქნა დადანაშაულებული.

ივანიშვილის ადვოკატებმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც არსებითად ძალაში დატოვა კონტროლის პალატის და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომ ივანიშვილმა კანონი დაარღვია, თუმცა ჯარიმის მოცულობა შეამცირა.  

ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს, და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლების კამპანიის ნაწილია, რომლის სამიზნეც თავად ივანიშვილია და რომელიც რაიონებში სატელიტური ანტენების დაყენების წინააღმდეგაა მიმართული. მას მხედველობაში ჰქონდა ორი საქმიდან ერთ–ერთი, რომელთან დაკავშირებითაც იგი დააჯარიმეს. კონტროლის პალატამ ამ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ივანიშვილის ფინანსებით გამოყენებით „გლობალ TV“-ის მიერ კლიენტებისთვის სატელიტური ანტენების „უფასოდ“ დაყენება პარტიების შესახებ კანონის დარღვევაა;  „გლობალ TV“-ის თანამფლობელი ივანიშვილის ძმაა.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42