Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის ჯარიმის საქმეზე აღსრულების პროცედურები დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ივნ.'12 / 14:58


აღსრულების ეროვნულმა ბიურომ (შენობის ფოტო ბიუროს ვებ–გვერდიდან) განაცხადა, რომ თუ ივანიშვილი შეტყობინებიდან შვიდ დღეში არ გადაიხდის ჯარიმას, მის მიმართ "იძულებითი აღსრულების კონკრეტული პროცედურები" დაიწყება. 

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმის საქმეზე აღსრულების პროცედურები 20 ივნისიდან დაიწყო.

„აღნიშნული პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას 7 დღის ვადაში მოახდინოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, რომლის გასვლის შემდგომაც იწყება იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები“, – ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, „ასევე ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და ის პროცედურები, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება მის მიმართ, მისი უფლებები და მოვალეობები“.

არსებული წესის თანახმად, ბიურომ ხუთი დღის განმავლობაში უნდა გაუგზავნოს წინადადება ივანიშვილს გადაწყვეტილების შვიდი დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე; ამის პარალელურად აღმასრულებელი დაიწყებს მისი ქონების მოძიებას, რომელიც აღიწერება, დაყადაღდება, შეფასდება და შეფასებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდება იძულებითი აუქციონი; აუქციონის გზით მიღებული თანხიდან იფარება ჯარიმა და სააღსრულებო მომსახურების საფასური, ხოლო ზედმეტი თანხა, თუკი ასეთი დარჩა, უკან ბრუნდება.

აღსრულების ბიუროს ცნობით, მან თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან აღსრულების ორი ფურცელი მიიღო, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილს ორ საქმესთან დაკავშირებით მთლიანობაში 74 325 065 ლარის (63 110 095 ლარი და 11 214 970  ლარი) ჯარიმის გადახდა დაეკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თავდაპირველად დაკისრებული 148.68 მილიონი ლარის ჯარიმის ოდენობა დაამტკიცა რა კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც ივანიშვილი პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევაში იქნა დადანაშაულებული.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი საწინააღმდეგო კამპანია „სააკაშვილის უბადრუკი ოინებია“ და ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს. მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამ საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
51