Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
“must carry”-ის პრინციპის პარლამენტში ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვება იწყება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ივნ.'12 / 16:51

სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება“ საინფორმაციო მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. Must carry-ის და must offer-ის პრინციპების საკანონმდებლო ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ უარი უთხრა ამ წინადადების გაზიარებაზე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 21 ივნისს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების წარდგენის უფლების მოსაპოვებლად საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომლებიც ამისთვის სულ ცოტა 30 000 ხელმოწერას შეაგროვებენ.

„ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელმოწერების შეგროვებას, რისთვისაც კანონით მაქსიმუმ 45–დღიანი ვადა არის გათვალისწინებული, მთელი საქართველოს მასშტაბით უახლოეს დღეებში დაიწყებენ.  

თუმცა აღნიშნული პროცესის დასრულება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელიც ივნისის ბოლო პარასკევს მთავრდება, ვერ მოესწრება. ამასთან, ინიცირების შემდეგ კანონპროექტის მისაღებად სამი მოსმენის პროცედურების გავლაა აუცილებელი. 

ე.წ. Must carry-ის და must offer-ის პრინციპები, შემოღების შემთხვევაში, დაავალდებულებს საკაბელო ქსელებს, რომ საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ, საინფორმაციო არხების შერჩევითი ამოღების გარეშე და მეორე მხრივ, მაუწყებლები ვალდებულნი გახდებიან, რომ საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების უფლება მისცენ.

ეს შემოთავაზება ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს, როდესაც ზოგიერთ ტელეკომპანიას საკაბელო ქსელები მაუწყებლობის საშუალებას არ აძლევენ, ხოლო ცალკეულმა არხებმა თავად თქვეს უარი, რომ ერთ–ერთი საკაბელო ქსელით გასულიყვნენ ეთერში.

სამოქალაქო კამპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Must carry-ის და must offer–ის წინასაარჩევნოდ დაკანონება მედია გარემოს გააუმჯობესებს და პლურალისტურ მედიაზე წვდომის გზით ხელს შეუწყობს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ამ პრინციპების დაკანონებას მხარს უჭერს ასევე 11 კვალიფიციური ოპოზიციური პარტია.

თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატები ეწინააღმდეგებიან ამ ინიციატივას იმ არგუმენტით, რომ ახალი რეგულაციების შემოღება კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევა იქნება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17