Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საია: ‘გლობალ TV’-ის სატელიტური ანტენების დაყადაღება უკანონოა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ივნ.'12 / 11:49

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება „გლობალ TV“–ის ქონების დაყადაღებაზე გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დარღვევით, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 24 ივნისს.

კერძოდ, საიას თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი დაირღვა, ვინაიდან ის განსაზღვრავს ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას. პროკურატურამ საქმის წარმოება დაიწყო ამომრჩევლის შესაძლო მოყიდვის ფაქტზე, თუმცა ბრალი ჯერ არავისთვის არ წაუყენებია. ამიტომ,  საიას შეფასებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას. იგივე არგუმენტი დაასახელეს „გლობალ TV“–ის ადვოკატებმა, როდესაც სასამართლოს განჩინება გააპროტესტეს.
 
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ასევე ითვალისწინებს ქონებაზე ყადაღის დადებას იმ შემთვევაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ქონება „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის“ ჩადენისთვის გამოიყენება; მაგრამ საიას თქმით, ეს კვალიფიკაცია ვერ იქნება გამოყენებული „გლობალ TV“–ის შემთხვევაში, რადგანაც საქართველოს კანონმდებლობით, ამომრჩევლის მოსყიდვა „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის“ კატეგორიაში არ ხვდება.

21 ივნისს პროკურატურამ განაცხადა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება კომპანია „გლობალ TV“–ის მიერ სატელიტური ანტენების დარიგების ფაქტს. ამ კომპანიის თანამფლობელია ბიძინა ივანიშვილის ძმა. „გლობალ TV“–ი რაიონებში კლიენტებს უფასოდ ურიგებდა ანტენებს იმ სქემით, რომ ერთი წლის შემდეგ მათ 4 ლარის გადახდა უნდა დაეწყოთ ყოველთვიურად და შემდეგი 10 წელი უნდა ეხადათ თანხა. კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ „გლობალ TV“–მ ათიათასობით ანტენა შემოიტანა ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული სესხით და ანტენების დარიგებით, როგორც ხელისუფლება აცხადებს, კომპანია ფაქტიურად ივანიშვილის კოალიციის სასარგებლოდ ატარებდა კამპანიას, ვინაიდან ეს ანტენები, ხელისუფლების თქმით, მილიარდერი პოლიტიკოსის საჩუქარს წარმოადგენდა. ამ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს მრავალმილიონიანი ჯარიმა დაეკისრა.

ასევე 21 ივნისს პროკურატურამ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მან სთხოვა სასამართლოს „გლობალ  TV“–ის მფლობელობაში არსებული დაუმონაჟებელი სატელიტური ანტენები დაეყადაღებინა.  სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ რამდენიმე კომპანიაში, სადაც „გლობალ  TV“–ის ანტენები ინახება, პოლიცია შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

„გლობალ TV“–ის განვითარების და მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ განუცხადა Civil.ge-ს შაბათს, რომ 22 ივნისს საქართველოში შემოტანისას 11 700 სატელიტური ანტენა დააყადაღეს, რამაც, დაახლოებით, 70 ათასამდე გაზარდა დაყადაღებული ანტენების საერთო რაოდენობა.

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ სატელიტური ანტენების დაყადაღების მიზანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.  „გლობალ TV“ ერთადერთი საკაბელო ოპერატორია, რომელზეც ივანიშვილის მეუღლის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" მაუწყებლობს. არხი სატელიტზეც გადის.

ხელისუფლებამ უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ „გლობალ TV“–ის საქმის გამოძიებას არაფერი აქვს საერთო მედიასთან და თავისი ამ განცხადების დასადასტურებლად ‘must carry/must offers’ პრინციპების შემოღებას დათანხმდა საარჩევნო პერიოდში. ეს პრინციპები, შემოღების შემთხვევაში, დაავალდებულებს საკაბელო ქსელებს, რომ საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ, საინფორმაციო არხების შერჩევითი ამოღების გარეშე და მეორე მხრივ, მაუწყებლები ვალდებულნი გახდებიან, რომ საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების უფლება მისცენ. ამ პრინციპს ხელისუფლება მანამდე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

„მოვუწოდებთ როგორც გამოძიების ორგანოებს, ასევე სასამართლოს, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას იხელმძღვანელონ სამართლიანობის პრინციპების დაცვით და განუხრელად დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“, რომ ეს საქმე, თუნდაც „არაპირდაპირ“, მაუწყებლობის გავრცელების საკითხს უკავშირდება.

„რამდენად ემსახურებოდა თეფშების დარიგება ამომრჩევლის მოსყიდვას, ამისთვის, რა თქმა უნდა, მე მჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, ტვირთი, ამ შემთხვევაში, არის საგამოძიებო ორგანოების მხარეზე, მათ უნდა წარმოადგინონ რეალურად დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ დაყადაღებული ქონება რეალურად შეიძლება გამხდარიყო რაიმე სახით ამომრჩევლის მოსყიდვის საგანი“, – განაცხადა ტუღუშმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13