Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის საქართველოში არსებული აქტივების ნაწილი დააყადაღეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ივნ.'12 / 11:55

საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წილები ორ ქართულ ბანკში დააღადაღა მას შემდეგ, რაც მილიარდერმა პოლიტიკოსმა უარი განაცხადა ამ თვეში დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდაზე.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 26 ივნისს განაცხადა, რომ ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს „ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს „პროგრეს ბანკში" და აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში".

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი ეს სახელმწიფო უწყება გასულ კვირას ჩაერთო  74.32 მლნ ლარის ჯარიმის საქმეში, რომელიც  პარტიების დაფინანსების კანონის დარღვევისთვის დაეკისრა ოპოზიციური კოალიციის ლიდერს.

თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ჯარიმას არ გადაიხდის, ვინაიდან სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება უსამართლოა და ნაწილია იმ კამპანიისა, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ აწარმოებს.

მოქმედი წესის თანახმად, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, აღმასრულებელი იწყებს პირის ქონების მოძიებას – ეს პროცედურა  აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გასულ კვირას დაიწყო. შემდეგ ეს ქონება აღიწერება, დაყადაღდება, შეფასდება და შეფასებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდება იძულებითი აუქციონი.

ივანიშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის აღარ ფლობს წილებს საქართველოში მოქმედ კომპანიებში. მან განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ „ქართუ ბანკში“ კუთვნილი წილი უფროს ვაჟს, უტას გადაუფორმა.

თუმცა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 26 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ შეუტყობინებიათ „ქართუ ბანკის“ მფლობელობაში რაიმე ცვლილების თაობაზე და ამის გამო “ბანკი ქართუს აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილი“  ქართუ ჯგუფის მეშვეობით.

ივანიშვილის ადვოკატის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ივანიშვილი არანაირ წილს არ ფლობს არც „ქართუ ჯგუფში“ და არც „ქართუ ბანკში“ და შესაბამისად, მისი თქმით, აღმასრულებლებმა ყადაღა დაადეს ქონებას, რომელიც ივანიშვილს არ ეკუთვნის.

რამდენიმე საათით ადრე ვიდრე აღსრულების ეროვნული ბიურო თავის გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებდა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას შეუძლია იმის ჩამორთმევა, რაც სურს, რადგან უკვე კანონის ჩარჩოს მიღმა მოქმედებს.

„პროგრეს ბანკი“, რომელშიც ივანიშვილის 21.7%–იანი წილი დაყადაღდა, კახი კალაძის მიერ არის დაფუძნებული. ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად ივანიშვილის პარტიის წევრია.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ასევე მიუთითა, რომ აქციათა დაყადაღება არ აბრკოლებს ბანკების ჩვეულ საქმიანობას.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
51