Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირი შეშფოთებულია წინასაარჩევნო „პოლიტიკური დაძაბულობით”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ივნ.'12 / 16:06


ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე და პრეზიდენტი სააკაშვილი 28 ივნისს ბრიუსელში შეხვედრის წინ. 

ევროკავშირი „სულ უფრო შეშფოთებულია საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური დაძაბულობის და პოლარიზაციის ზრდით“, განაცხადა შტეფან ფულემ, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში 28 ივნისს ბრიუსელში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს მნიშვნელოვანი გამოცდები იქნება ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას პატივი სცეს საარჩევნო პროცესს და უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი ხმის მიცემა“, – განაცხადა ფულემ, „გამოვთქვი რწმენა, რომ არჩევნები უპირველეს ყოვლისა იქნება პოლიტიკური პროგრამებსა და იდეებს“ შორის ჭიდილი.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს მედია გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს.

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ფულე ასევე აღნიშნავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მოდერნიზაციისა და რეფორმების გატარების კუთხით მიაღწია, რის მხარდაჭერასაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში კვლავაც გააგრძელებს.

„ასევე ნათელია, რომ საქართველოს სჭირდება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და მოდერნიზაციის ამ გზის გაგრძელება და დემოკრატიის განმტკიცება,“– განაცხადა ფულემ.

მან ასევე აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების გამოყენების მიმართ. 


პრეზიდენტი სააკაშვილი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი, 27 ივნისი ბრიუსელი. ფოტო: ევროკომისია 

ბრიუსელში პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე შეხვდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს კეტრინ ეშტონს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს; ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერს და ევროკომისარს განვითარების საკითხებში ანდრის პიბალგს.

პრეზიდენტი ბრიუსელში მონაწილეობას იღებს ევროპის სახალხო პარტიის სამიტის მუშაობაში.

სააკაშვილმა 27 ივნისს თავის სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გადამწყვეტი და ისტორიული მნიშვნელობის მოვლენები ვითარდება ევროკავშირთან ურთიერთობებში.

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, 16-18 თვის განმავლობაში, მივიღებთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროპასთან“, – განაცხადა მან, „და ასევე ამ პერიოდის განმავლობაში... საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ქონდეს  უვიზო გადაადგილება ევროკავშირის მასშტაბით“.

ორივე ამ მიმართულებით, მისი თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს.

სააკაშვილი ასევე შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკას და განაცხადა, რომ არის „იაფფასიანი მცდელობები, ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ჩვენი ხალხის ხმა, რაც სრული უპატივცემულობაა ჩვენი ხალხის არჩევანის მიმართ“.

„ეს, რა თქმა უნდა, არა თუ მიუღებელია, არამედ, საერთოდ არაცივილიზებულია“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სამთავრობო პროგრამის ახალ ეტაპი გამოცხადდება, რომელიც უახლოეს თვეებსა და წლებს მოიცავს.

„პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულების გარდა, პროგრამის მნიშვნელოვანი  ნაწილი ევროპასთან ურთიერთობების  მიმართულებასაც მოიცავს... ამიტომ ამ პროგრამის გამოცხადების წინაც, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში ჩამოსვლა და ამ შეხვედრების გამართვა“, – განაცხადა მან.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17