Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
NDI–ის წინასაარჩევნო შეფასებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 ივნ.'12 / 17:32

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კვალავაც დგას უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევების წინაშე, შემდგომი დემოკრატიული განვითარება დასავლეთთან ინტეგრაციის, გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობისა და სტაბილურობის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, ნათქვამია ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის ანგარიშში.

NDI–მ, რომელიც 1994 წლიდან საქართველოში პოლიტიკური პარტიების განვითარების და დემოკრატიის პროგრამებზე მუშაობს, მიმდინარე კვირას საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მისია განახორციელა. 24 ივნისიდან ხუთკაციანი დელეგაცია ხელისუფლების, საარჩევნო ადმინისტრაციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებოდა, ხოლო 29 ივნისს საკუთარი დასკვნები გამოაქვეყნა.

NDI–ის მისიამ განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია „ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის კონსტრუქციული დიალოგის თითქმის არარსებობის გამო“.

„პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისგან მტრის ხატის შექმნა ჩვეულ პრაქტიკად იქცა. უფრო მეტიც, სიძულვილის ენა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ ჯერ კიდევ გვხვდება კამპანიის დროს. ინფორმაცია პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის და კამპანიის თანხების არასწორი ხარჯვის შესახებ, ასევე ბრალდებები საჯარო მოხელეების მოქრთამვის მცდელობის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ გრძელდება“, – ნათქვამია დელეგაციის განცხადებაში.

სოფელ მერეთში 26 ივნისს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან კამპანიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრა ჩაიშალა, დელეგაციამ განაცხადა, რომ „დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ“.

აღნიშნა რა რამდენიმე „პოზიტიური ნაბიჯი“ არჩევნების წინ, მისიამ განაცხადა, რომ რამდენიმე ახალმა ღონისძიებამ, მათ შორის ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნვეოყოფის კომისიის, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და უშიშროების საბჭოსთან არსებული  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნამ, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვილებების შეტანასთან და ‘must-carry’-ის პრინციპეპის შემოღებასთან ერთად, საარჩევნო პროცესი წინა არჩევნებთან შედარებით, „უფრო ფორმალიზებული და რეგულირებული“ გახადა.

თუმცა, მისიამ ასევე აღნიშნა, რომ „აღნიშნული ინიციატივები ამავდროულად წარმოადგენს გამოწვევას ინსტიტუტების კომპეტენციის და პროცესების მიმართ ნდობის ხანმოკლე დროში გაზრდის თვალსაზრისით“.

მისიამ ურჩია ხელისუფლებას „ხელი შეუწყონ ყველა მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენებასა და საარჩევნო კანონმდებლობის თანაბარ გამოყენებას“ და ყველა პროცედურა გახდეს გამჭვირვალე, რაც „საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის გაზრდას შეუწყობს ხელს“.

მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას „უზრუნველყონ კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის გამჭვირვალე, თანაბარი და კეთილგონიერი გამოყენება“. წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული საკითხის აქტუალურობისა და მის გარშემო არსებული დისკუსიის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ „უნდა გადახედოს და განიხილოს დამატებითი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა და ამით უპასუხოს სამოქალაქო საზოგადოების წუხილს ნორმების თანაზომიერად აღსრულების თაობაზე“, ნათქვამია ანგარიშში.

დელეგაციამ განაცხადა, რომ კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაში, რომელიც მუშაობას იანვრიდან შეუდგა, „სულ მცირე საწყის ეტაპზე მაინც, მნიშვნელოვანი ხარვეზები დაინახეს. სამსახურის საქმიანობა გადაწყვეტილებების ნაჩქარევად და ნათელი და გამჭვირვალე რეგულაციების გარეშე მიღების შთაბეჭდილებას ტოვებდა“.

კონტროლის პალატამ განაცხადა 29 ივნისს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მან დაასრულა მუშაობა „პოლიტიკური დაფინანსების  მეთოდოლოგიის გზამკვლევის“ დოკუმენტზე, რომლის მიზანია, დეტალურად განისაზღვროს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მეთოდოლოგია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროში.

დელეგაცია მიესალმა და პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა ხელისუფლების გადაწყვეტილება „must-carry“-ის პრინციპების შემოღების თაობაზე, თუმცა ასევე განაცხადა, რომ „უნდა მოხდეს “Must Carry“ პრინციპის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდამდე ამოქმედება“ და ასევე „უნდა მოხდეს “Must Carry” პრინციპის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელების შესაძლებლობის განხილვა“. 

საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 29 ივნისს საბოლოო მოსმენით იქნა მიღებული, ითვალისწინებს must-carry“-ის პრინციპების შემოღებას მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე.

ანგარიში ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს „თავი შეიკავონ ფინანსების უკანონო ხერხებით მოპოვებისა და დახარჯვისგან. ასევე, პოტენციურ ამომრჩეველზე არასათანადო გავლენის მოსახდენად ფულის, საქონლისა და მომსახურების გამოყენებისგან“.

ის ასევე ურჩევს პოლიტიკურ პარტიებს „ამომრჩევლებს საკითხებზე ორიენტირებული კამპანია შესთავაზონ“ და „საარჩევნო კამპანიის დროს დაპირებებისას, პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა ამომრჩეველს მკაფიოდ განუმარტონ ამ დაპირებების შესრულების ფინანსური წყაროები“.

დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა „ამ დრომდე გამჭვირვალედ და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით მიმდინარეობს“.  

NDI-ის დელეგაციის წევრები იყვნენ: NDI–ის პრეზიდენტი კენეტ ვოლაკი; პერ ეკლუნდი, რომელიც ევროკავშირის ელჩი იყო საქართველოში 2006–2010 წლებში და ამჟამად სტოკჰოლმში უსაფრთხოებისა და განვითარების კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია; ყოფილი კონგრესმენი სემ გეჯდენსონი; მისურის შტატის მდივანი რობინ კარნაჰანი და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16