Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დასაქმების სამინისტრო 950 ათასი ლარით დაფინანსდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 ივლ.'12 / 19:02

მთავრობაში დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც ეს უწყება 950 ათას ლარს მიიღებს 2012 წელს დარჩენილ ექვს თვეში.

მინისტრობის კანდიდატმა პაატა ტრაპაიძემ, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ახალმა ფიგურამ, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა, განაცხადა, რომ მის აპარატში დაახლოებით 20–25 კაციანი „ეფექტური“ ჯგუფი იმუშავებს დასაქმების პრობლემების მოგვარების მიზნით, მათ შორის უმუშევართა რეესტრის შესაქმნელად.

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა დღეს პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის და პროგრამის განხილვის დროს განაცხადა, რომ მთავრობისთვის არ არის ზუსტად ცნობილი, თუ რამდენია ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა. 

„ჩვენ, მთავრობის წევრებმა, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით საქართველოში დასაქმების პრობლემებზე", – განაცხადა მერაბიშვილმა 3 ივლისს, "ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რომელი პროფესიის ადამიანები ყველაზე ნაკლებად პოულობენ სამსახურს. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ტიპის პროფესიებზე არის საქართველოში მოთხოვნა. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ტიპის გადამზადება უნდა მოხდეს. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ არის გადანაწილებული უმუშევრობა რეგიონების მიხედვით, ქალაქების მიხედვით". 

ბიუჯეტში ცვლილებების თანახმად, რომლის მიხედვითაც ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრები არ იცვლება, ახალი სამინისტროსთვის ფინანსები „ლარის გაცვლითი კურსის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე“ გამოიყოფა.

ამავე პროექტის მიხედვით, რომელიც დღეს საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა, კიდევ ერთი ტექნიკური ცვლილება შედის ბიუჯეტში, რაც კონტროლის პალატის სახელწოდების შეცვლას უკავშირდება. ამ უწყებას კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაერქვა, ხოლო მის ხელმძღვანელს გენერალური აუდიტორი.

საბიუჯეტო ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, 4 ივლისის საგანგებო სხდომაზე უყრის კენჭს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15