Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრი შაშკინი ‘ერთ–ერთ საუკეთესო პატრიოტად’ მოიხსენია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ივლ.'12 / 19:19

პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაქო თავდაცვის ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი როგორც „ერთ–ერთი საუკეთესო პატრიოტი“, „იდეების გენერატორი“ და „გამოცდილი“ მენეჯერი, რომელიც თავდაცვის სექტორში რეფორმებისთვის ახალ იდეებს შეიტანს.

სააკაშვილმა სატელევიზიო განცხადება შაშკინის თავდაცვის სამინისტროში წარდგენისას გააკეთა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 4 ივლისს ახალი მთავრობა დაამტკიცა.

„მან გაატარა ყველა სფეროში, სადაც იყო, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შაშკინი შედარებით ახალი სახეა სააკაშვილის ადმინისტრაციაში, ვიდრე პრეზიდენტის სხვა მოკავშირეები. პირველად იგი მთავრობის წევრი 2009 წლის დასაწყისში გახდა, როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. გარდა მინისტრის პორტფელისა, მაშინ შაშკინს, რომელიც მინისტრობამდე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თბილისის ოფისს ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა „დემოკრატიზაციის ახალი ტალღის“ კოორდინირებაც ჩააბარა. 2009 წლის დეკემბერში შაშკინი განათლების მინისტრად დაინიშნა. 2010 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაქო შაშკინი, როგორც „ძალიან მაღალი დონის მინისტრი“, რომელმაც შესაძლოა ბევრს მიაღწიოს კარიერული წინსვლის თვალსაზრისით.

4 ივლისს სააკაშვილმა ასევე აღნიშნა შაშკინის გამოცდილება აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თბილისის ოფისის ხელმძღვანელობის პოსტზე და ამ კონტექსტში თავდაცვის სფეროში აშშ–სა და საქართველოს შორის ახლო თანამშრომლობაც ახსენა.

სააკაშვილის თქმით, აშშ აპირებს თავდაცვის სფეროში საქართველოს დახმარების ახალი „მნიშვნელოვანი, ისტორიული“ პროგრამის დაწყებას, რასაც მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქვეყნისთვის.

მას მხედველობაში ჰქონდა აშშ–ის გადაწყვეტილება, რომ დაეხმაროს საქართველოს, რათა მან განავითაროს საჰაერო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო შესაძლებლობები, ასევე თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო შესაძლებლობები, აგრეთვე გააუმჯობესოს სერჟანტების მეწინავე და საწვრთნელი უნარ-ჩვევები, ბრიგადის შტაბის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები და მოემზადოს სატრანსპორტო შვეულმფრენთა ფლოტის გასაახლებლად. 

„თავდაცვა არის ყველაზე ფაქიზი და ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო საქართველოსთვის. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი საქართველოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებას შორის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მე ვფიქრობ, რომ დიმას ექნება ძალიან საინტერესო იდეები რეფორმების კუთხით. ის მართლაც იდეების გენერატორია“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ „მასთან ძალიან ადვილია მუშაობა იმიტომ, რომ ძალიან გახსნილია იდეებისთვის“.

„ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ხალხი აქ და არა უბრალოდ ბრძანებების შემსრულებლები; ჩვენ გვჭირდება ხალხი ვინც თამამად გააკრიტიკებს, რაც არ მოეწონება და თამამად გამოთქვამს აზრს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შაშკინის წინამორბედზე ბაჩო ახალაიაზე საუბრისას, რომელიც ახლა შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალაიამ მოახერხა „მთლიანად გაეწმინდა“ შეიარაღებული ძალები ისეთი ელემენტებისგან, „რომლებიც 2009 წელს გადატრიალების ჩაფლავებული მცდელობის“ უკან იდგნენ – მას მუხროვანის ამბოხება ჰქონდა მხედველობაში.

მისი თქმით, ერთ–ერთი პოზიტიური მოვლენა, რაც ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს მოხდა ის იყო, რომ მან „მთლიანად გაწმინდა“ არმია „ძველებურად მოაზროვნე მტერთან შესაკვრელად გამზადებული ზოგიერთი ელემენტისგან“.

„დღეს შეიარაღებული ძალები ამ მხრივ არის სრულიად სუფთა და ეს მოხდა ყოველგვარი დიდი ექსესების, არეულობების, ხმაურის გარეშე“, – დასძინა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ „ჭკუა ვისწავლეთ, რომ ტელევიზიით მუდმივი მანევრების ჩვენება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ კარგ ფორმაში“.

„ჩუმად კეთდება კარგად საქმე ყოველთვის“, – დასძინა მან.

თავის განცხადებაში სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს გაწვევითი ჯარი საკონტრაქტო, პროფესიონალურ არმიასთან ერთად.

„გაწვევითი ჯარის გაუქმება არ შეიძლება ჩვენისთანა ქვეყანაში; ეს სულელური იდეაა“, – განახადა სააკაშვილმა. 

სარეზერვო სისტემა არის „ერთ–ერთი ჩვენი სიამაყის წყარო“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ თითოეულ ადამიანს საქართველოში უნდა შეეძლოს, დაიცვას თავისი სოფელი, ქალაქი და უბანი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
56