Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 ივლ.'12 / 19:50

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 9 ივლისს საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სეპარატისტულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ მოიხსენიებს.

რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს ოფიციალური პირები მიესალმნენ იმის გამო, რომ მასში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ არის მოხსენიებული, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სხდომაზე მონაკოში 5–9 ივლისს პოლონელმა დეპუტატმა მიხალ შჩერბამ წარადგინა, ხოლო მისი თანაავტორი 36 პარლამენტარი იყო ცხრა ქვეყნიდან.

რეზოლუცია მოუწოდებს „რუსეთის ფედერაციის მთავრობას და პარლამენტს, ასევე აფხაზეთის, საქართველო, და სამხრეთ ოსეთის, საქართველო, დე ფაქტო ხელისუფლებებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის საშუალება მისცენ“.

მასში ასევე ნათქვამია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა „შეშფოთებულია დევნილთა ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო როგორც საქართველოში, ისე აფხაზეთის, საქართველო, და სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე იმის გამო, მათ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება აქვთ წართმეული“.

რეზოლუცია მიესალმება საქართველოში „პოლიტიკური ცხოვრების შემდგომ დემოკრატიზაციას“ და მოუწოდებს ხელისუფლებას „უზრუნველყოს 2012 წლის ოქტომბერში მომავალი საპარლამენტო არჩევნების და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეუთოს ვალდებულებების და რეკომენდაციების შესაბამისად ორგანიზება, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილესთვის თანაბარი პირობების და მედიის თავისუფალი და დამოუკიდებელი ფუნქციონირების თვალსაზრისით“.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს აღადგინონ ეუთოს მისია საქართველოში, რომელიც 2009 წლის ივნისში დაიხურა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მანდატის გაგრძელებაზე შეუთანხმებლობის გამო.

ასამბლეა ეუთოს საპარლამენტო ფორმატია, რომელშიც 320 დეპუტატია წარმოდგენილი ორგანიზაციის 56 წევრი სახელმწიფოდან, მათ შორის რუსეთიდან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27