Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„მაესტროს“ სატელიტური ანტენები დაყადაღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ივლ.'12 / 19:43

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივლისს დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში შემოტანილი „დიდი ოდენობით“ სატელიტურ ანტენების დააყადაღების თაობაზე, რაც პროკურატურის თქმით, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას უკავშირდება. 

„სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები“, – აცხადებს პროკურატურა.

„გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ“, – აცხადებს პროკურატურა.

„გლობალ კონტაქტ კონსალტინგს", კომპანიას, რომელიც „გლობალ TV“–ის სახელით არის ცნობილი და მისი თანამფლობელია ბიძინა ივანიშვილის ძმა, დაუმონტაჟებელი სატელიტური ანტენები 21 ივნისს დაუყადაღეს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განაცხადა, რომ პროკურატურის ბრალდებები „აბსურდულია“.

მისი თქმით, ტელეკომპანია მაყურებლის რაოდენობის გაზრდის მიზნით გეგმავდა სატელიტური ანტენების „კომერციული პირობებით“ დარიგების აქციას.

„თეფშების დაყენება არც დამიწყია, არც იციან რა პირობით ვუყენებდით თეფშებს. აქ არანაირ უსასყიდლო დარიგებაზე საუბარი არ იყო“, – განაცხადა კიკაბიძემ „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში.

ტელეკომპანიის თქმით, საქართველოში მის მიერ შემოტანილი 10 ათსამდე ანტენა საბაჟოზე ორი დღით გააჩერეს. კიკაბიძის ინფორმაციით, ამჟამად ამ ტვირთის დაყადაღების პროცესი მიმდინარეობს.

კიკაბიძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის წინააღმდეგ განჩინებას გაეცნობა, მისი ადვოკატები აპირებენ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება. „ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს“, – განაცხადა მან.

მთავარმა პროკურატურამ 11 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ მისი ქმედებები „მიზნად ისახავს წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11