Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლიტიკური პარტიები NDI–ს კვლევის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივლ.'12 / 16:57

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ განაცხადა, რომ ის არ ენდობა NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ  განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერა კვლავ მაღალია იმის მიუხედავად, რომ პარტიას ჯერ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაუწყია. 
 
ივნისში ჩატარებული კვლევის თანახმად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ორჯერ უსწრებს ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციას „ქართულ ოცნებას“, თუმცა ამ უკანასკნელის რეიტინგი თებერვლის შემდეგ 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო მმართველი პარტიის – 11 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ, კვლევის თანახმად, მხოლოდ 3% მიიღო – ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა თებერვლის შემდეგ.

„ეს კვლევები, რომ ნდობას არ იწვევს ჩვენში, ჩვენ ამაზე არაერთხელ განვაცხადეთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, „შესაბამისად ამ ციფრების კომენტირებას მე არ ვაპირებ. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ  ჩვენ არ ვიცით მეთოდოლოგია ამ კვლევების... არ ვიცით როგორ არის ჩატარებული საველე სამუშაო ა.შ. და ა.შ. ... აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია ამ თემაზე არ შეცვლილა“.

მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ინდიკატორია ხალხმრავლობა მათი კამპანიის აქციებზე და არა სხვადასხვა კვლევების მონაცემები.

მარტში „ქართულმა ოცნებამ“ წერილი გაუგზავნა აშშ–ის ელჩს საქართველოში, სადაც ეჭვქვეშ დააყენა NDI–ის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით განხორციელებული კვლევები და საპარლამენტო არჩევნებამდე ამგვარი კვლევების განხორციელების შეწყვეტისკენ მოუწოდა. აშშ–ის საელჩომ თბილისში უპასუხა: „დარწმუნებულნი ვართ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის .... კვლევები პროფესიულადაა ჩატარებული და ლეგიტიმურ მეთოდოლოგიას ეფუძნება“.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი გაბაშვილმა განაცხადა ორშაბათს, რომ NDI-ის კვლევები არის „კვალიფიციური და კომპეტენტური“ და „ემთხვევა ძირითადად იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენ სხვა კვლევების შედეგად გვაქვს“. მან ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტია მადლობელია თავისი ამომრჩევლის იმიტომ, რომ „გვაქვს ძალიან მაღალი მხარდაჭერა ამ პერიოდშიც კი, როცა ჯერ არ დაგვიწყია საარჩევნო კამპანია“.

მართალია მმართველ პარტიას ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია კამპანიის დაწყების შესახებ, მაგრამ პარტიის ლიდერები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები უკვე თვეებია კამპანიის სტილის შეხვედრებს მართავენ ამომრჩევლებთან. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშში ასახული მონაცემებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ივნისში სულ ცოტა 57 ასეთი შეხვედრა გამართეს; ქართულმა ოცნებამ 105 შეხვედრა გამართა; ახალმა მემარჯვენეებმა – 34 და ქრისტიან–დემოკრატებმა – 11.

დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან განაცხადა, რომ მისი პარტიის რეიტინგში თებერვლის შემდეგ ძირითადად იმიტომ არ არის არანაირი ცვლილება, რომ კვლევის დროს პარტიას კამპანია ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. პარტიამ ოფიციალურად სარჩევნო კამპანია გასულ კვირას დაიწყო.  ვეფხვაძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ქდმ–ს აქვს პოტენციალი გაზარდოს პარტიის მხარდაჭერა და სულ ცოტა 10% მიიღოს საპარლამენტო არჩევნებზე.

ლეიბორისტულმა პარტიამ დაგმო NDI–ის დაკვეთით ჩატარებული კვლევა და მას „ამერიკელი კოლონიზატორების“ მორიგი ტყუილი უწოდა.

NDI–მ გასულ კვირას საზოგადოებრივი აზრის კვლევის ძირითადი შედეგები წარმოადგინა, რომლის ნაწილიც არის ასევე 16 ივლისს გამოქვეყნებული პარტიული რეიტინგები, რომელსაც ამ დრომდე ორგანიზაცია არასოდეს არ ხდიდა თავად საჯაროს და მედიისგან დახურულ რეჟიმში აცნობდა პარტიებს, საიდანაც შემდგომში კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდებოდა ამ მონაცემების პრესაში გაჟონვა. ასეთი პრაქტიკის გამო ორგანიზაცია ხშირად ხდებოდა სხვადასხვა ჯგუფების კრიტიკის სამიზნე.

„ჩვენ გვსურდა, რომ მინიმუმამდე შეგვემცირებინა არასწორი ინტერპრეტაციები“, – განაცხადა NDI–ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ 16 ივლისს და დასძინა, რომ ამის გამო NDI პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს „მაქსიმალური გამჭირვალობის და მონაცემების გარშემო არსებული კონტექსტის უზრუნველყოფის მიზნით“.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ჯერ–ჯერობით უცნობია გააკეთებს თუ არა იგივეს NDI მომავალშიც.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24