Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობა სტიქიით დაზარალებულებს დახმარების პაკეტს სთავაზობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ივლ.'12 / 15:36

ძლიერი წვიმის, ქარის და სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახები სამ კატეგორიად დაიყოფიან მიყენებული ზარალის ოდენობის მიხედვით და ფინანსურ კომპენსაციებს მიიღებენ 300 ლარიდან 1 500 ლარის ფარგლებში, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 20 ივლისს.

იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებისთვის, რომლებიც მთლიანად განადგურდა, 1 300 ლარიდან 1 500 ლარამდე ფინანსური კომპენსაციები გამოიყოფა. ოჯახები, რომელთაც მოსავლის 70–80% დაკარგეს, 800 ლარიდან 900 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო მესამე კატეგორიაში შედიან ის ოჯახები, რომელთაც მოსავლის ნახევარი დაკარგეს და ისინი 300 ლარიდან 500 ლარამდე კომპენსაციებს მიიღებენ.

ჯერ–ჯერობით უცნობია სულ რამდენი ოჯახი მიიღებს ფინანსურ კომპენსაციას.

მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს იმ ადამიანებსაც დაეხმაროს, რომელთაც ბანკის სესხები ჰქონდათ აღებული და რომელთა სასოფლო–სამეურნეო სავარგულებიც განადგურდა. მისი თქმით, სახელმწიფო ამ სესხების პროცენტს დაფარავს ერთი წლის მანძილზე. 

ჯერ–ჯერობით უცნობია მათი რაოდენობა, რომლებიც ამ კატეგორიაში ექცევიან, ასევე იმ ფინანსური დახმარების მოცულობა, რომელიც ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ფინკა საქართველო“ ინფორმაციით, სტიქიამ ორგანიზაციის, დაახლოებით, 700 კლიენტი დააზარალა.

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მთავრობა დაზარალებული ოჯახებისთვის ფქვილის, ზეთის და შაქრის, ასევე სასუქების და საწვავის უფასოდ დარიგებას დაიწყებს.

ხუთშაბათს საღამოს მთავრობის წევრებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სტიქიით მიყენებული ზარალი უზარმაზარია და შესაძლოა ასობით მილიონს მიაღწიოს.  

„მე მინდა ვუთხრა ჩვენ ძმებს, დებს, თანამემამულეებს, ვინც დაზარალდა: მოგხედავთ“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, მართალია საქართველო არ არის ძალიან მდინარი ქვეყანა და მას არ აქვს ილუზია, რომ სრულად ანაზღაურდება ეს ზარალი, მაგრამ, „ყველაზე დაუცველ ადამიანებს ჩვენ პირველ რიგში დავეხმარებით“.

პრემიერ–მინისტრმა მერაბიშვილმა ასევე განაცხადა 20 ივლისს, რომ სახელმწიფო მთლიანად გაარემონტებს სახლების და შენობების სახურავებს ან საჭიროების შემთხვევაში ახლით გადახურავს. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 ივლისს, რომ პირველი შემთხვევაა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როდესაც სახელმწიფო ამ მასშტაბის დახმარებას გეგმავს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
56