Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიით მიყენებული ზიანის ოდენობა სულ ცოტა 150 მილიონ ლარს შეადგენს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 ივლ.'12 / 11:41

ხელისუფლებამ დაზიანებული სახურავების შეკეთება, გზების გაწმენდა, ელექტროგაყვანილობების აღდგენა, სურსათის, საწვავის ვაუჩერების და სასუქების დარიგება დაიწყო კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლებიც 19 ივლისს ღამით ძლიერი წვიმის, ქარის და სეტყვის შედეგად დაზარალდნენ. სტიქიამ აღმოსავლეთ საქართველოში და ქვეყნის სხვა რაიონებში სახლების სახურავები დააზიანა და სასოფლო–სამეურნეო სავარგულები გაანადგურა.

ორმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ CARE International–მა და World Vision–მა, რომელთაც 20 ივლისს  ერთობლივად შეაფასეს კახეთის რეგიონის ახმეტის, თელავის და გურჯაანის რაიონების თერთმეტამდე დასახლება, განაცხადეს, რომ შედეგების მიხედვით, „ეს უმსხვილესი კატასტროფა იყო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ“.    

„საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, ზიანის საერთო მოცულობა 150 მილიონ ლარს მიაღწევს, რის შედეგადაც მხოლოდ კახეთში 20 000 ოჯახი დაზარალდა, ხოლო 20 000 ჰექტარი სახნავი მიწა განადგურდა“, – ნათქვამია ორი ჰუმანიტარული ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.

ძლიერმა სეტყვამ ასევე გაანადგურა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები სამცხე–ჯავახეთის რეგიონის რამდენიმე რაიონში, მათ შორის ასპინძაში, ადიგენში, ვალესა და ახალციხეში, ასევე მცხეთა–მთიანეთის რეგიონში.

22 ივლისს კახეთის რეგიონში ერთ–ერთ ოჯახში სტუმრობისას, რომლის ვენახიც სეტყვამ გაანადგურა, პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ უკვე გამოცხადებული კომპენსაციების და დახმარების გარდა, მთავრობა ასევე მსჯელობს სექტემბრიდან დაზარალებული ოჯახებისთვის ღვინის დარიგებაზე. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალისხმევის მიუხედავად, მთავრობა ვერ შეძლებს სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 ივლისს, რომ ხელისუფლება სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სავარაუდოდ ასობით მილიონს დახარჯავს.

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი მრავალმილიონიანი ჯარიმიდან 10 მილიონი ლარი გადარიცხა ბიუჯეტის სასარგებლოდ სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, 22 ივლისს კახეთის რეგიონის რამდენიმე დაზარალებულ სოფელს ესტუმრა; მისი თქმით, მთავრობის გეგმა 300 ლარიდან 1500 ლარამდე კომპენსაციების გაცემის თაობაზე საკმარისი არ არის.

22 ივლისს რეგიონს ასევე სტუმრობდა ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, რომელიც ადგილობრივებს გაწმენდით სამუშაოებში მიეხმარა. მან მოუწოდა ხელისუფლებას კახეთში მცირე ბიზნესისთვის საგადასახო შეღავათების საკითხი განიხილოს. 

ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობა, რომლის ლიდერებიც ასევე სტუმრობდნენ კახეთის რეგიონს, მოუწოდებს ხელისუფლებას დაგეგმილი კომპენსაციების მოცულობა 10 000 ლარამდე გაზარდოს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19