Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა 80 მლნ ლარის ჯარიმა დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ივლ.'12 / 14:17

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით ბიუჯეტში მისთვის „უკანონოდ“ დაკისრებული ჯარიმის ანგარიშზე სრულად გადარიცხა 80 მლნ ლარი. ამ ტრანსაქციით მას ასევე დაუბრუნდება სახელმწიფო მართვაში გადასული საბანკო აქტივები.

ივანიშვილმა, რომელმაც სტიქიით დაზარალებულთათვის თავდაპირველად 10 მლნ ლარი გადარიცხა, მოუწოდა ხელისუფლებას, რომ „სრულად აანაზღაუროს“ მიყენებული ზარალი და განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მაქსიმალური კომპენსაციის სახით შეთავაზებული 1500 ლარი „სასაცილო“ თანხაა იმ ზარალთან შედარებით, რაც რეალურად მიადგა მოსახლეობას. საკომპენსაციო თანხები ზარალის ხარისხის მიხედვით 300–დან 1500 ლარამდე მერყეობს.

„ხელისუფლებას აღარ აქვს სათქმელი, რომ არ აქვს შესატყვისი თანხა. ჩვენ გავაკონტროლებთ მკაცრად, რომ ეს ფული მიზნობრივად მოხმარდეს მოსახლეობას... ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი გაჩნდა და კეთილი ინებონ და სრულად აღუდგინონ მოსახლეობას ზარალი“, – განაცხადა ივანიშვილმა გუშინ საღამოს. 

მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ივანიშვილის მიერ გადახდილი თანხა არის ჩვეულებრივი ჯარიმა და ხელისუფლება ხალხის საჭიროებებიდან გამომდინარე თავად გადაწყვეტს, თუ რაში დახარჯავს მას. ხელისუფლება, რომელსაც სტიქიით განპირობებული ცვლილებები შეაქვს ბიუჯეტში, აცხადებს, რომ მის მიერ მობილიზებული თანხები მიყენებული ზარალის ადეკვატურია.

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ კახეთის, სამცხე–ჯავახეთის და მცხეთა–მთიანეთის სტიქიით დაზარალებულ რაიონებში კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატების ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური შტაბები, რომლებიც ზარალის დათვლასთან ერთად მონიტორინგს გაუწევენ დაზარალებულთა დახმარების პროცესს. მან 25 ივლისს ბრიფინგზე ჟურნალისტებს თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარუდგინა.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 25 ივლისს ასევე დაადასტურა, რომ ივანიშვილმა სრულად დაფარა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმა 74,325,065.65 ლარის და აღსრულების საფასური 5,202,754.60 ლარის ოდენობით. 

აღსრულების ბიურომ ასევე განაცხადა, რომ დღესვე მიმართავს სასამართლოს „ქართუ ბანკის“ ქონების იძულებითი მართვის შეწყვეტისა და მისი მესაკუთრისათვის მმართველობაში დაბრუნების შესახებ.

სახელმწიფოს მართვაში ბანკი მას შემდეგ გადავიდა, რაც „ქართუ ბანკის“ მფლობელი „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7% იძულებით აუქციონზე არ გაიყიდა. ამ აქციებს სახელმწიფომ ყადაღა იმის გამო დაადო, რომ ივანიშვილმა უარი თქვა მისთვის პარტიების კანონის დარღვევის მოტივით ივნისში დაკისრებული 74.32 მლნ ლარის ჯარიმის გადახდაზე. სახელმწიფომ დროებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა, რომელმაც „ქართუ ბანკის“ მენეჯმენტი დაითხოვა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30