Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბეჟაშვილი კახეთის აღდგენის საკოორდინაციო შტაბს უხელმძღვანელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ივლ.'12 / 13:16

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი კახეთში თავის პირად წარმომადგენლად დანიშნა, რომელიც კახეთის აღდგენისა და აღორძინების შტაბს ჩაუდგება სათავეში და იმ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც  სტიქიის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებებს ახორციელებს.

ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა 23 ივლისს დატოვა და ამის მოტივად დაასახელა მისი სურვილი დაეხმაროს კახეთის რეგიონს „სტიქიით მიყენებული ზარალის დაძლევაში“. ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გააძლიერა ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ბეჟაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრას აპირებს, სავარაუდოდ, კახეთის რომელიმე ერთმანდატიან ოლქში.

25 ივლისს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა უთხრა ბეჟაშვილს, რომ „ძალიან ვაჟკაცური საქციელია ის, რომ დატოვე მაღალი თანამდებობა და კონტროლის პალატის ხელმძღვანელის პოსტს მშობლიური კუთხის, კახეთის დახმარება ამჯობინე“.

25 ივლისს პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ხუთი წლის ვადით მმართველი პარტიის დეპუტატი, ლაშა თორდია დაამტკიცა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37