Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„ბანკი ქართუ“ ყოფილი დროებითი მმართველის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 აგვ.'12 / 11:41

„ბანკი ქართუმ“ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ყოფილი დროებითი მმართველის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა.

„ბანკი ქართუ“ აცხადებს, რომ მისმა ყოფილმა დროებითმა მმართველმა განზრახ დადო რამდენიმე ისეთი ხელშეკრულება, რომლებიც ბანკს გადახდისუუნარობის საფრთხეს უქმნის, რის გამოც შესაძლოა „ქართუ ბანკში“ ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდაზე, სახელმწიფომ დროებითი მმართველობა დაამყარა „ქართუ ჯგუფზე“ – ჰოლდინგზე, რომელიც ასევე აერთიანებს „ბანკ ქართუს“ და ივანიშვილის 21.7%–იან წილს „პროგრეს ბანკში“. 

12 ივლისს სახელმწიფომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დროებითი მმართველი, ვლადიმერ უგულავა დანიშნა, რომელსაც დაყადაღებული საბანკო აქტივების კონტროლი დაევალა, რათა იძულებითი მართვის შედეგად ეტაპობრივად მომხდარიყო ჯარიმის ოდენობის დაფარვა. დროებით მმართველად დანიშვნის შემდეგ ვლადიმერ უგულავამ „ქართუ ბანკის“ მენეჯმენტი დაითხოვა.

დაახლოებით ორი კვირის თავზე ივანიშვილმა 80 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა, თუმცა განაცხადა, რომ მან ეს თანხა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გადაიხადა.

ჯარიმის გადახდიდან ერთ დღეში სასამართლომ 26 ივლისს შეწყვიტა ბანკის დროებითი მმართველობა, თუმცა როდესაც ბანკის ყოფილი მენეჯმენტი სამსახურში დაბრუნა, მათ აღმოაჩინეს, რომ ორკვირიანი მართვის პერიოდში დროებითმა მმართველობამ 24 ივლისს ოთხ დეველოპერულ კომპანიასთან 50 მილიონი აშშ დოლარის ოთხი საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ხუთი დღის ვადაში უნდა გაიცეს.

„ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მზია თოდუამ განაცხადა 2 აგვისტოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე, რომ ამ „ზიანის მომტანი“ ხელშეკრულებების  ხელმოწერით, დროებითმა მმართველობამ ისეთი ვალდებულება დააკისრა ბანკს, რომლის შესრულებაც მას არ შეუძლია.

მისი თქმით,  გარდა ამისა, ხელშეკრულებების შედგენისას მთელი რიგი პროცედურებია დარღვეული და კრედიტები რისკების მართვის, იურიდიული და საკრედიტო  დეპარტამენტების დასკვნების გარეშე იქნა დამტკიცებული.

„ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ მათი მოქმედება მიმართული იყო იქითკენ, რათა ბანკს დაერღვია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმატივები, რომელიც იწვევს შემდგომ პასუხისმგებლობას, ანუ დროებითი ადმინისტრაციის შემოსვლას, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას და ლიცენზიის გაუქმებას“, – განაცხადა მზია თოდუამ.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ისე ემართათ ბანკი, რომ მას მოგება მიეღო ჯარიმის გადახდის მიზნით, დროებითმა მმართველობამ ბანკისათვის „ზიანის მომტანი“ ქმედებები განახორციელა.

მართალია ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ ხელშეკრულებების ანულირების გადაწყვეტილება მიიღო, ეს მხოლოდ შეანელებს ბანკის მიერ აღებული ვალდებულების შესრულების პროცესს, და მას 50 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისგან არ გაათავისუფლებს.
 
ამ ხელშეკრულებების ანულირება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია და სწორედ ამიტომ, „ბანკმა ქართუმ“ 30 ივლისს სასამართლოს მიმართა თხოვნით კონტრაქტების გაუქმების თაობაზე. გარდა ამისა, „ბანკმა ქართუმ“ 1 აგვისტოს ასევე მიმართა მთავარ პროკურატურას ვლადიმერ უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრის თაობაზე.

„ბანკი ქართუს“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა რადიო „თავისუფლებას“, რომ ახლა ეს ვალდებულება დამოკლეს მახვილივით კიდია ბანკის თავზე.  

მისი თქმით, ეს ხელშეკრულებები საქართველოს საბანკო კანონმდებლობის ყველა კანონს, წესს და პროცედურას არღვევს. მისი თქმით, სავარაუდოდ, ბანკი მათ არ შეასრულებს, თუმცა მათი ანულირება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი.

„ფაქტიურად ამის არანაირი შანსი არ არსებობს. და თუ მათი ანულირება არ მოხდება, მაშინ ეს ვალდებულებები დამოკლეს მახვილივით იქნება ჩამოკიდებული ბანკის თავზე. ეროვნული ბანკი გადაწყვეტს, რომ ეს ვალდებულებები რეალურია და ბანკს გადახდისუუნაროდ გამოაცხადებს“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28