Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკოს მონაცემებით, ბოლო 22 წლის მანძილზე წელს ყველაზე მეტი ამომრჩეველია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 აგვ.'12 / 11:30

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში სულ 3 621 256 ამომრჩეველია.

ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ოდესმე დაფიქსირებულა საქართველოში 1990 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩატარებულ შვიდ საპარლამენტო, ხუთ საპრეზიდენტო და ოთხ ადგილობრივ არჩევნებზე.

აქამდე ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა 1991 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირდა – 3 594 810; შემდეგ მოდის 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნები – 3 544 770 ამომრჩევლით. 90–იანი წლების შუაში და ბოლოს ჩატარებული არჩევნების დროს ამომრჩეველთა რაოდენობა, ცესკოს მონაცემებით, 3.1 მილიონიდან 3.14 მილიონამდე მერყეობდა.

ცესკოს მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემები ასევე შეიცავს ამომრჩეველთა რაოდენობას 73 საარჩევნო ოლქიდან თითოეულში. თითოეული ეს ოლქი ასევე წარმოადგენს ერთმანდატიან ოლქს, სადაც მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა.

ყველაზე დიდი ოლქია ქუთაისი, სადაც 163 654 ამომრჩეველია დარეგისტრირებული; შემდეგ მოდის გლდანის ერთმანდატიანი ოლქი 155 822 ამომრჩევლით და სამგორის ოლქი 155 502 ამომრჩევლით.

ყველაზე პატარა ოლქებია ყაზბეგის ერთმანდატიანი ოლქი 5 779 ამომრჩევლით და ლენტეხის ოლქი – 5 955 ამომრჩევლით.

ამომრჩეველთა სია ასევე შეიცავს რეგისტრაციიდან მოხსნილ 188 995 ამომრჩეველს. ცესკოს მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ თავდაპირველ მონაცემებში, ეს მაჩვენებელი 77 232–ს შეადგენდა, თუმცა მოგვიანებით ის გაიზარდა. ეს ის ამომრჩევლები არიან, რომლებიც არასწორად იყვნენ რეგისტრირებული კონკრეტულ მისამართებზე და შემდეგ მოხსნილი იყვნენ ამ მისამართებიდან.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესაძლებელია შემდგომი შესწორებები შევიდეს; ეს პროცესი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე უნდა დასრულდეს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11