Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კამპანია „ეს შენ გეხება“ არჩევნების წინ „უთანასწორო გარემოს“ აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 აგვ.'12 / 15:02

კამპანიამ „ეს შენ გეხება“ განაცხადა 10 აგვისტოს, რომ ნაცვლად 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ თანასწორი გარემოს უზრუნველყოფისა, სახელმწიფო ორგანოები „მეტისმეტად მიკერძოებულად“ მოქმედებენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

კამპანიამ „ეს შენ გეხება“ 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ „ოპოზიციური პარტიების შევიწროებისაკენ არიან ორიენტირებული“.

განცხადების თანახმად, „თავისი ინტენსივობითა და მასშტაბით უპრეცედენტოა ის აქტივობა, რასაც სახელმწიფო დაწესებულებები იჩენენ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიმართ“.

„ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეები გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა წინასაარჩევნო თვალსაზრისით არის მეტისმეტად მიკერძოებული და ორიენტირებულია ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური კოალიციის [„ქართული ოცნების“] შევიწროებისაკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ რამდენიმე ბრალდება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების და უკანონო პარტიული შემოწირულობების თაობაზე შესაბამისი რეაგირების გარეშე რჩება.

„ეს შენ გეხება“ აცხადებს, რომ თავისი საქმიანობის დასაწყისში ფინანსური მონიტორინგის სამსახური „ცდილობდა საკუთარი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მიუკერძოებლად წარმოეჩინა“.

„თუმცა დღეს ამ მცდელობასაც არა აქვს ადგილი“, – აცხადებს ჯგუფი და დასძენს, რომ  მმართველი პარტიის მიმართ მიღებულია მცირე მასშტაბის, „არაადექვატურად მცირერიცხოვანი“ გადაწყვეტილებები, რა დროსაც „სრული რეაგირების გარეშეა დაჩენილი მსხვილი დარღვევები“.

„ეს გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეალურად მმართველი პარტიის ხელში კიდევ ერთ ბერკეტს წარმოადგენს და მისი საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით არ მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯგუფი აცხადებს, რომ დღეს არსებული „მკვეთრად უთანასწორო გარემოს ჩანასახები“ ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილის  გამოჩენის გათვალისწინებით „კანონმდებლობა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგო“.  მისი თქმით, მაშინ როდესაც პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დამძიმდა, მასთან შედარებით „უკიდურესად რბილი და არაპროპორციული“ დარჩა ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენების ზედამხედველობის კუთხით არსებული კანონმდებლობა.

პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ კანონმდებლობის „ხარვეზიანი და თვითნებური აღსრულება“, ნათქვამია „ეს შენ გეხებას“ განცხადებაში. 

შემდეგ, ჯგუფს განცხადებაში მაგალითად მოყავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო საქმე ბიძინა ივანიშვილის და ყოფილი ფეხბურთელის კახა კალაძის წინააღმდეგ, როდესაც აუდიტის სამსახურმა ორივე მათგანს საკუთარი ანგარიშებიდან წელს გამოტანილი რამდენიმე მილიონი ნაღდი ფულის დაბრუნება მოსთხოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ კალაძემ და ივანიშვილმა უარი განაცხადეს გამოტანილი თანხის ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია წარედგინათ, რამაც საფუძლიანი ეჭვები აღძრა იმასთან დაკავშირებით, რომ ფული პოლიტიკური საქმიანობისთვის იქნა გამოყენებული, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევით.  შედეგად, კალაძეს 16.9 მილიონი ლარის, ივანიშვილს კი 20.2 მილიონი ლარის ჯარიმები დაეკისრათ.

„ეს შენ გეხება“ აცხადებს, რომ კალაძის და ივანიშვილის წინააღმდეგ ამგვარი ქმედებებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის კომპეტენციას გასცდა.  მან ასევე განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურის ქმედებებში გამოიკვეთა მტკიცების ტვირთის ფიზიკურ პირებზე გადატანის მცდელობაც, რაც „სრულიად მიუღებელი პრეცედენტია“.

„იმ პირობებში კი, როდესაც მნიშვნელოვანი რესურსების მქონე სახელმწიფო ორგანო ვერ ახერხებს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენას, დაუშვებელია ამ მოთხოვნის კერძო პირზე გადატანა და მისი დავალდებულება, რომ ამტკიცოს საკუთარი მოქმედების კანონიერება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ სასამართლოც ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს დავის სამართლიანად და მიუკერძოებლად მოგვარების კუთხით.

„მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასამართლო ხელისუფლება უფრო მეტად ლოიალურია აუდიტის სამსახურის მიმართ, რაც დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ სასამართლო უარს არ ამბობს აუდიტის სამსახურის იმ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზეც კი, რომელშიც დასაბუთებისა და არგუმენტაციის სერიოზული ნაკლებობა ფიქსირდებოდა“, – განაცხადა ჯგუფმა. „სამწუხაროად, ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ კანონის სათანადო და მიუკერძოებელ აღსრულებას. ამის ნაცვლად, ადგილი აქვს მის შერჩევით გამოყენებას, რაც გამოუსწორებელ შედეგებს აყენებს საარჩევნო გარემოს საქართველოში“.
 
„მივმართავთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, არ დაიშურონ საკუთარი ძალისხმევა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის და ამ თვალსაზრისით, დროული და სათანადო შეფასებები მისცენ სახელმწიფო დაწესებულებების რეპრესიულ ქმედებებს“, – ნათქვამია „ეს შენ გეხებას“ განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38