Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეუთომ საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 აგვ.'12 / 18:03

22 აგვისტოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 5.5 კვირით ადრე ოფიციალურად შეუდგა სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას.

ODIHR–ის მისიის ხელმძღვანელია ბულგარელი ნიკოლაი ვულჩანოვი, რომელიც ანალოგიურ მისიას ხელმძღვანელობდა საქართველოში 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც; იგი 2007 წელს ყირგიზეთში, ხოლო 2010 წელს ლატვიაში საპარლამენტო არჩევნებზე იყო წარგზავნილი ODIHR–ის მისიის ხელმძღვანელის რანგში. მისი მისია საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებამდე დარჩება.

ამასთან, მისიის 15 ექსპერტი უკვე თბილისშია, რომელთაც მომავალი კვირიდან 28–კაციანი გრძელვადიანი დამკვირვებლების ჯგუფი დაემატება და ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება. არჩევნებამდე 3–4 დღით ადრე მისიას შეუერთდებიან მოკლევადიანი დამკვირვებლები – 350 ადამიანი, რომლებიც ODIHR–მა გამოითხოვა  არჩევნების დღისა და ხმების დათვლის პროცესზე მონიტორინგის განსახორციელებლად.

„თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება წევრი ქვეყნების მხრიდან, არჩევნების დღეს სავარაუდოდ მხოლოდ ODIHR–დან დაახლოებით 400 დამკვირვებელი იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა ნიკოლაი ვულჩანოვმა და დასძინა, რომ  ODIHR–თან ერთად არჩევნების დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ასევე დააკვირდებიან ეუთოს, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეების და ევროპარლამენტის წარმომადგენლები.

ვულჩანოვმა 22 აგვისტოს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მისია ორ შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს სექტემბრის პირველ ნახევარსა და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე.

„შუალედური ანგარიშები იმგვარად იქნება შედგენილი, რომ მასში ასახული იყოს მიგნებები და არ იყოს მოცემული ამ მიგნებების შეფასება. ჩვენ არ ვაკეთებთ შეფასებებს შუალედურ ანგარიშებში, რადგან არ გვსურს, რომ რაიმენაირად ჩავერიოთ პროცესში“, – განაცხადა მან, „თუმცა, ის მიგნებები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება შუალედურ ანგარიშებში, საკმაოდ კარგ მინიშნებას გააკეთებს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი; ამდენად, შუალედური ანგარიშების ყურადღებით წაკითხვა ღირს“.

არჩევნების მომდევნო დღეს გაკეთდება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი განცხადება წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახებ. საბოლოო ანგარიში, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში გამოქვეყნდება.

„ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ რომ განვსაზღვროთ არის თუ არა არჩევნები ლეგიტიმური“, – განაცხადა ვულჩანოვმა, „აქ იმისთვის ვართ, რომ ჩვენი დამკვირვებლების მიერ მოგროვილ ფაქტებზე დაყრდნობით დავადგინოთ, შეესაბამებოდა თუ არა არჩევნები კანონმდებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს; ამაზე შორს ჩვენ არ წავალთ“.

ვულჩანოვმა ასევე განაცხადა, რომ ODIHR-ის პოლიტიკა არ არის, რომ არჩევნები შეაფასოს არის თუ არა ის „თავისუფალი და სამართლიანი“, რადგან ასეთი ფორმულირება „არ არის საკმარისი არჩევნების ჯეროვნად შესაფასებლად“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
62