Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის შეფასებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 აგვ.'12 / 22:43

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიამ, რომელიც საქართველოს სამდღიანი ვიზიტით სტუმრობდა, შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „საეჭვო გადაწვეტილებებზე“, ასევე „მკაცრ“ და „არაპროპორციულ“ ფინანსურ ჯარიმებზე, რომლებიც „როგორც ჩანს, გამოიყენება შერჩევითად, ძირითადად ერთი პოლიტიკური სუბიექტის“ წინააღმდეგ.

ოთხი წევრისგან შემდგარმა მისიამ, რომელშიც ეუთო-ს საპარლამენტოს ასამბლეის მაღალი თანამდებობის პირები შედიოდნენ, ასევე შეშფოთება გამოთქვა სასამართლო სისტემასთან მიმართებით და იმედი დაიტოვა, რომ არჩევნებადმე დარჩენილ დროში ხელისუფლება შეძლებს „ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობის შექმნას.“

მისიის საქართველოში ვიზიტის მიზანი ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს შეფასება იყო.

მისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: მისი ხელმძღვანელი, ხორვატიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ტონინო პიცულა; ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი; ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი სპენსერ ოლივერი და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დირექტორი რობერტო მონტელა.

ვიზიტის დროს დელეგაცია შეხვდა ხელისუფლების, მმართველი პარტიის, ოპოზიციის, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე თბილისში მომუშავე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს.

„მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში დემოკრატიის მომავლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს", – განაცხადა ტონინო პიცულამ, რომელიც ასევე იქნება 1 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

„ჩვენ მივესალმებით წინასაარჩევნო ძალისხმევას, რომელიც ამომრჩეველთა სიის დაზუსტებას, ასევე საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობას და ქვეყნის მასშტაბით მედიის ხელმისაწვდომობას ისახავდა მიზნად“, – განაცხადა მან.

„არის რამოდენიმე საკითხი რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს და რომლის თვალის დევნებასაც ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ. ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში მზარდ პოლიტიკურ პოლარიზებას.“

„ჩვენს შეშფოთებას განსაკუთრებით იწვევს კანონის ზოგიერთი აღმსრულებელი ორგანოს მიერ გამოყენებული პრაქტიკა. ჩვენი ხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყენებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, რათა გამოიძიოს კერძო პირისა თუ პარტიის ხარჯები, იღებს საეჭვო გადაწვეტილებებს და მკაფიო ან გამჭვირვალე ინსტრუქციების [guidelines] გარეშე აკისრებს მკაცრ ფინანსურ ჯარიმებს. დაკისრებული ჯარიმები არის არაპროპორციული და, როგორც ჩანს, გამოიყენება შერჩევითი ფორმით, ძირითადად ერთი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ", –  აცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის ხელმძღვანელი.

„სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ასევე არის ფუნდამენტალური, რათა უზრუნველყოფილ იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება", – დასძინა მან, „ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენ გვაქვს შეშფოთების საფუძველი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის შესაძლებელი სასამართლო სისტემის მხრიდან მიიღო შესაფერისი სამართლებრივი დაცვის საშუალება.“

„ამ არჩევნების წარმატება ასევე დამოკიდებულია პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციაზე, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი უფლება პოპულარიზაცია გაუკეთოს თავის მიზნებს, თუმცა ამავე დროს პატივი უნდა სცეს საარჩევნო კამპანიის წესებს. ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს და მიიღოს არჩევნების შედეგები", – განაცხადა პიცულამ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ იმედი გამოთქვა, რომ მოხდება სანდოობის მქონე არჩევნების ჩატარება და საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიის დარჩენილ ამ ბოლო კვირებში უზრუნველყოფს „ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობების შექმნას.“

“არის ლენინიზმის მცირედი ნაწილი ამ საარჩევნო კამპანიაში; ლენინიზმი არის, როდესაც ხდება არა პროგრამების წარმოდგენა, არამედ მცდელობა გაანადგურო მტრები", – უთხრა მილიორიმ ჟურნალისტებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17