Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული GQR-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აგვ.'12 / 18:22

მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას დიდი უპირატესობა აქვს ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით – აგვისტოს დასაწყისში გამოკითხული 1 500 რესპოდენტიდან 46% მმართველ პარტიას, ხოლო 24% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.
 
ამერიკული კომპანიის Greenberg Quinlan Rosner–ის (GQR) კვლევის თანახმად, რომლის საველე სამუშაოები ადგილობრივმა კომპანია ACT-მ ჩაატარა, იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ამბობენ რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი ვის მისცემენ ხმას, არ იციან ან უარს ამბობენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე, 20%–ს შეადგენს.

GQR-ი თავის კვლევებში, დამატებითი შეკითხვების დასმის გზით, ასევე ზომავს, თუ როგორ შეიძლება გადანაწილდეს იმ რესპონდენტთა ხმები, რომლებიც, სავარაუდოდ,  წავლენ არჩევნებზე, მაგრამ რომლებიც ჯერ არ ამჟღავნებენ თავიანთ პოლიტიკურ პრეფერენციებს ან ჯერ არ გადაუწვეტიათ, თუ ვის მისცემენ ხმას (allocated likely voters).

ამ მეთოდით, ხმათა გადანაწილების შედეგად, GQR-ი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა 55%-მდე იზრდება, ხოლო „ქართული ოცნების“ – 33%-მდე; ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას  5% აქვს, ხოლო ახალ მემარჯვენეებს - 3%. ამ მეთოდით ხმათა გადანაწილებისას კვლევის შედეგებში ცდომილება 3.7%-ია.

GQR–მა, რომელიც პირველად ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაიქირავა, განაცხადა, რომ მისი კვლევის შედეგები „ძირითადად შეესაბამება“ ივნისში NDI-ის და იმავე თვის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში IRI-ს მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს, რომელთა მიხედვითაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მნიშვნელოვანი ორნიშნა უპირატესობა აქვს“.

GQR–ის განცხადებით, ერთადერთი კვლევა, რომელიც განსხვავებულ შედეგს აჩვენებს, არის Penn Schoen Berland–ის (PSB) რეიტინგები.
 
PSB–ის კვლევის თანახმად,  გამოკითხულ იმ 1 980 ამომრჩეველს შორის, რომლებიც არჩევნებზე წასვლას აპირებენ, 42%–მა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, ხოლო 41%–მა – მმართველ პარტიას.
 
PSB–ის განცხადებთ, იმის გათვალისწინებით, რომ „ქვეყანაში არსებობს ამომრჩეველთა დაშინების შესახებ წუხილები“, მან საზოგადოებრივი აზრის კვლევისას გამოიყენა „ფარული კენჭისყრის“ მეთოდოლოგია. კერძოდ, რესპოდენტებს თხოვდნენ ის პარტია შემოეხაზათ კითხვარში, რომელსაც მხარს უჭერდნენ, შემდეგ ეს ქაღალდი მოეთავსებინათ კონვერტში და ჩაეგდოთ ყუთში, რათა ინტერვიუერისთვის მათი პასუხები საიდუმლოდ დარჩენილიყო.
 
PSB-ი თავის კვლევას ასევე ადარებს NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგებს, სადაც 36%–იანი მხარდაჭერა აქვს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ – 18%, ხოლო 16% უარს ამბობს პასუხის გაცემაზე, თუ ვის უჭერს მხარს. ამ შედეგების შედარებისას, PSB–ი აცხადებს, რომ თუ იმ რესპონდენტთა რაოდენობას, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ სიმპათიებს არ ამჟღავნებენ, დავუმატებთ „ქართულ ოცნებას“, რაც „არ არის უსაფუძველო ვარაუდი ქვეყანაში, სადაც მაღალია ამომრჩეველთა დაშინების დონე,“ NDI-ის კვლევის შედეგი თითქმის დაემთხვევა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

თუმცა GQR აცხადებს, რომ PSB-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყველა ის, ვინც უარს ამბობს პასუხის გაცემაზე, თუ ვის უჭერს მხარს, ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ფარული მხარდამჭერები არიან, დამაჯერებლობას მოკლებულია. GQR-ის განცხადებით მის მიერ 2008 წლის საპრეზიდენტო და 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებული კვლევის შედეგები, როდესაც ხდებოდა „პასუხის არგამცემთა“ და „გადაუწვეტელთა“ ხმების გადანაწილება (allocated likely voters), ემთხვეოდა არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგებს. GQR-ის თქმით, მისი გამოცდილება აჩვენებს რომ „პასუხის არგამცემთა“ უფრო დიდი წილი, საბოლოო ჯამში, მმართველი პარტიის სასარგებლოდ აძლევდა ხმას.

GQR-მა ასევე ეჭვის ქვეშ დააყენა PSB-ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ „ფარული კენჭისყრის“ მეთოდოლოგია უფრო ზუსტ შედეგს იძლევა. GQR-მა განაცხადა, რომ მისი ბოლო კვლევისას მან ექსპერიმენტის სახით რესპონდენტთა ნახევარი „ფარული კენჭისყრის“ მეთოდით გამოკითხა, ხოლო მეორე ნახევარი სიტყვიერად, თუმცა ამ ორი მეთოდით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს შორის მხოლოდ სტატისტიკურად უმნიშვნელო სხვაობა დაფიქსირდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23