Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი მომხრეებს ერთნაირი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს მაჟორიტარულ არჩევნებშიც
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 აგვ.'12 / 12:21

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც კამპანიის ფარგლებში რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 26–27 აგვისტოს შეხვედრებს მართავს, მოუწოდა მომხრეებს, რომ ერთმანეთისგან არ განასხვაონ და ერთნაირად დაუჭირონ მხარი მის კოალიციას როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ არჩევნებში.

„ძალიან კარგად გააცნობიერეთ, ნებისმიერი მაჟორიტარი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს, ის ვერ იქნება თქვენი მეგობარი; ის არის ნაციონალური მოძრაობის მეგობარი. ის არ შეიძლება ცალკე განიხილებოდეს“, – განაცხადა მან 26 აგვისტოს ლენტეხში  გამოსვლისას.

„ძალიან ბევრი რეგიონიდან მოდის ხმა, რომ ‘აი „ქართულ ოცნებას“ მივცემთ ხმას, მაგრამ აი ძალიან კარგი მაჟორიტარია გეგენავა თუ ვიღაც სხვა და ჩვენ გვინდა, რომ გეგენავას დავუჭიროთ მხარი’. არ ენდოთ, ანალიზი გააკეთეთ – თუ გეგენავა ამ ხელისუფლებას უჭერს მხარს, უჭერს მხარს მის პოლიტიკას, მან პასუხი უნდა აგოს ყველა მის ნაბიჯზე“, – განაცხადა ივანიშვილმა მხედველობაში ჰყავდა რა დეპუტატი არჩილ გეგენავა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის გზით კვლავაც ცდილობს რომ შეინარჩუნოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატი, რომელიც წინა არჩევნებზე მმართველი პარტიის სახელით მოიპოვა და ამჟამადაც, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია ამ რაიონში.

საქართველოს 150–წევრიანი პარლამენტი შერეული სისტემით ირჩევა – 73 დეპუტატი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიდან, ხოლო 77 პარტიული სიებით მოიპოვებენ მანდატებს იმ პარტიებიდან და ბლოკებიდან, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ პროპორციული წესით ხმათა 59.18% მიიღო; თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობამ მთლიანობაში 150–წევრიან პარლამენტში მანდატების 79.3% მოიპოვა იმის საფუძველზე, რომ მაშინ მოქმედი 75 ერთმანდატიანი ოლქიდან 71–ში მოიგო მაჟორიტარული არჩევნები.

ლენტეხში გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის 30 აგვისტოს გეგმავს საერთაშორისო დამკვირვებლებთან და დიპლომატებთან შეხვედრას, სადაც „ძალიან სერიოზული და ძალიან დასაბუთებული“ „ძირითადი“ განცხადება გაკეთდება.

„ჩვენ ვაკეთებთ გადამწყვეტ შეტევას იმისათვის, რომ ეს უსამართლობა, რაც არსებობს დღეს, ეს მინდორი საარჩევნო, რასაც ჰქვია და არის აბსოლუტურად დაუბალანსებელი და აბსოლუტურად უსამართლო, როგორმე მას მივცეთ დაბალანსებული და ოდნავ მაინც მიახლოებული სამართლიან არჩევნებამდე სახე“, – განაცხადა მან. 

„ძალიან  ბევრი რამ  იქნება გამოსასწორებელი და ჩვენ მკვეთრად ამის მოთხოვნებს გავაკეთებთ და დიდი იმედია იმის, რომ ამას გაიგებენ ევროპელებიც და ამერიკელებიც და ძალიან ბევრ რამეზე ანგარიშის გაწევა მოუწევს ხელისუფლებას“, – განაგრძო მან, „ჩვენ ვართ ძალიან მობილიზებულები. ყველაფერი ვიცით ვინ აყალბებს, რას აყალბებს და რა თეორიები აქვთ და მაქსიმალურად ვაკეთებთ, რომ წინ აღვუდგეთ... ვერაფერსაც ვერ შეძლებენ, არაფრის საშუალებას არ მივცემთ და ის, რაც გააკეთეს დღემდე და რაც დაანგრიეს, აი მათზე მოუწევთ მათ ძალიან მკაცრი პასუხისგება“.   

26 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილი ასევე ეწვია ცაგერს, სადაც წმინდა მაქსიმეს სახელობის ტაძარს ეწვია, სადაც  აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის გვერდით, რომელიც მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერია მოახლოებულ არჩევნებში. ივანიშვილი და ბაქრაძე ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ.

„დღეს ხელი ჩამოვართვი ბაქრაძეს: ძალიან გამიხარდა – დღეს ხელს აღარ დავიბან“, – ღიმილით განაცხადა ივანიშვილმა მოგვიანებით.

21 აგვისტოს ბაქრაძეზე საუბრისას, რომელსაც კონსტიტუციით პრეზიდენტის შემდეგ მეორე პოსტი უკავია ქვეყანაში, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი თანამდებობა მხოლოდ ფორმალურია და რეალურად მას არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40