Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტია აცხადებს, რომ დააბრუნებს 315 000 ლარის ‘უკანონო შემოწირულობას’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 აგვ.'12 / 16:01

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ 315 000 ლარის ოდენობით უკანონო შემოწირულობა მიიღო და ამ თანხის უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვაზე და ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებაზე გააფრთხილა.

28 აგვისტოს ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ მიღებულ თანხას უკან დაუბრუნებს შემომწირველებს.

315 000 ლარი 1.9%–ია ნაციონალური მოძრაობის მთლიანი შემოწირულობების, რომლებიც პარტიამ ჯამში 16.65 მლნ ლარის ოდენობით 700 ფიზიკური პირისაგან იანვრიდან 8 აგვისტომდე პერიოდის ჩათვლით მიიღო.

აუდიტის სამსახურის ცნობით, უკანონო შემოწირულობა ექვსმა ადამიანმა განახორციელა, რომელთაც ერთობლივად 1.57 მლნ ლარის ჯარიმის დაკისრება ემუქრებათ.

ამ შემომწირველთაგან ერთი პირის საქმე ცალკე გამოიყო და მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა შემდგომი შესწავლის და რეაგირების მიზნით, რადგან აუდიტის სამსახურმა მიიჩნია, რომ „გამოიკვეთა მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადების ნიშნები“.

ხუთი შემომწირველის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოში გაიგზავნა მათთვის უკანონო შემოწირულობით ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პოლიტიკური სუბიექტისათვის სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავლები შეუსაბამოა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში, რომელიც ასევე იუწყება ამ ხუთი პირის ქონების დაყადაღების თაობაზე.

მმართველი პარტიისთვის შესაძლო უკანონო შემოწირულობების შესახებ ბრალდებები პირველად მას შემდეგ გაჩნდა, რაც „მეცხრე არხმა“ 19 აგვისტოს გაუშვა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის 27 ფიზიკური პირი, რომელთაც ნაციონალურ მოძრაობას ჯამში 651 440 ლარი შეწირეს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კიდევ ერთ საქმეზე მიმართა სასამართლოს და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველო არ იყიდება“ 5 000 ლარით დაჯარიმება თხოვა.

„საქართველო არ იყიდება“ – ორგანიზაცია, რომელიც ივლისის დასაწყისში შეიქმნა და აუდიტის სამსახურის მონიტორინგის ქვეშ მოექცა, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ნეგატიური შინაარსის სარეკლამო რგოლებს ამზადებს და მათ განსათავსებლად სარეკლამო დროს ყიდულობს ტელევიზიებში. თუმცა მას შემდეგ, რაც „მეცხრე არხმა“ და „მაესტრომ“ ამ რეკლამების გაშვებაზე უარი თქვა, „საქართველო არ იყიდება“–მ ეს რეკლამები მმართველ პარტიას გადასცა, რომელმაც ეს რგოლები მისთვის კანონით განსაზღვრული უფასო სარეკლამო დროის ფარგლებში განათავსა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა 27 აგვისტოს, რომ მისთვის „საქართველო არ იყიდება"-ს მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში არ იყო დეკლარირებული მმართველი პარტიისთვის ვიდეო რგოლების სახით არაფულადი შემოწირულების განხორციელების ფაქტი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28