საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „შეიარაღებული ჯგუფის“ წინააღმდეგ კახეთის რეგიონში, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის სიახლოვეს მიმდინარე ოპერაცია შეაფასა, როგორც „ანტიტერორისტული“.
შსს–მ 29 აგვისტოს დღის პირველი საათის შემდეგ მოკლე განცხადება გაავრცელა: „ხეობაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“.
ანალოგიური განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც.