Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალურმა მოძრაობამ კანდიდატთა საარჩევნო სია წარადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 სექ.'12 / 19:23

მმართველმა პარტიამ დღეს ცესკოს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დეპუტატობის კანდიდატთა 155–კაციანი სია წარუდგინა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ლიდერობს.

სიაში მეორე ადგილი უკავია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილს, ახმეტაში მმართველი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატს; შემდეგ მოდის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელიც ბათუმში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის იმავდროულად კენჭს.

ახალი სახეა სიის მეოთხე ნომერი თინათინ ბოკუჩავა, რომელიც აპრილიდან ამ დრომდე გენერალური აუდიტორის მოადგილედ მუშაობდა; მანამდე იყო საქართველოს ელჩის მოადგილე შვეიცარიაში, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისში.

ათეულში მეხუთე ნომრად მოხვდა გიორგი თევდორაძე, ქუთაისის ყოფილი მერი და ამავე ოლქში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი; მას მოჰყვება ჩიორა თაქთაქიშვილი დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პრესსპიკერი; ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, სამგორში მაჟორიტარი კანდიდატი; გიორგი ვაშაძე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც ისანში იყრის კენჭს მაჟორიტარად; დავით საყვარელიძე, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და კრწანისში მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი.

ათეულს ასრულებს 21 წლის მარიამ საჯაია, რომელიც ამ ზაფხულს განხორციელებული სტუდენტური დასაქმების პროგრამის პრესსპიკერი იყო.

მაისში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად დეპუტატის საარჩევნო ასაკი 25–დან 21 წლამდე შემცირდა. ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ცვლილება სულ სამი კანდიდატისთვის გამოიყენა, მათ შორის არის სიაში 39–ე სამირა ისმაილოვა, განათლების სამინისტროს თანამშრომელი და 42–ე ნომერი მერი კოკაია, პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელი.  

სიის ათეულს აგრძელებს დეპუტატი გოკა გაბაშვილი, ხოლო მისი მომდევნოა ზურაბ ჯაფარიძე, ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი; მას მოჰყვება სერგო რატიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

სიაში მეთოთხმეტეა მხატვარი და მოქანდაკე, 85 წლის გიორგი ოჩიაური, რომელიც დეპუტატ ხათუნა ოჩიაურის მამაა. თავად ხათუნა ოჩიაური მმართველი პარტიის კანდიდატებს შორის 43–ე ნომრად არის წარმოდგენილი; სიაში რიგით მეთხუთმეტეა ექიმი, ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ნიკოლოზ ყიფშიძე.

ოცეულში მეთექვსმეტე ადგილი უკავია ირმა ნადირაშვილს, ყოფილ ჟურნალისტს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა.

შემდეგ მოდიან ვიცე–სპიკერი გიგი წერეთელი;  დეპუტატი პავლე კუბლაშვილი, რომელიც იმავდროულად ტყიბულში იყრის კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად; გიორგი კარბელაშვილი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი. 

სიაში გიორგი ბარამიძესთან ერთად, ამჟამინდელი მთავრობის კიდევ ორი ყოფილი მინისტრია შეყვანილი: მე–20 ნომრად რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელიც დღეს პრეზიდენტმა წარუდგინა ოზურგეთის მაცხოვრებლებს მაჟორიტარ კანდიდატად და გოგა ხაჩიძე, გარემოს დაცვის მინისტრი, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა. ხაჩიძე 32–ეა სიაში.

სიაში 28–ე ნომრად არის ჩაწერილი ასევე კობა სუბელიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი, რომელიც ივლისში პრემიერ ვანო მერაბიშვილის განახლებულ მთავრობაში ვეღარ მოხვდა.

მმართველი პარტიის სიის ოცეულს აგრძელებენ დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი; ლევან ბეჟაშვილი, ყოფილი გენერალური აუდიტორი, რომელიც სიღნაღში იყრის კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად; დეპუტატი აკაკი ბობოხიძე, წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი; დეპუტატები გივი თარგამაძე და ხათუნა გოგორიშვილი; მიხეილ მახარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; შემდეგ ასევე მოდიან დეპუტატები გიორგი მელაძე; აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, დავით დარჩიაშვილი, გიორგი კანდელაკი, შოთა მალაშხია, ეკა ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი და სხვა მოქმედი დეპუტატები. 

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს შორის 37–ე ნომრად არის წარმოდგენილი ლევან თარხნიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების უმეტესობა მმართველი პარტიის სიის ბოლოსკენ არის ჩაწერილი. ამასთან, 155–წევრიან სიაში 17 ქალი კანდიდატია შეყვანილი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19