Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 სექ.'12 / 18:48

გაგრძელდეს Must Carry-სა და Must offer-ის პრინციპების მოქმედება არჩევნების დღის შემდეგაც და სატელიტურ ანტენებს „დაუყოვნებლივ“ მოეხნას ყადაღა მათი გავრცელების მიზნით – ამ ორ მოთხოვნას სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას 7 სექტემბერს გამოქვეყნებულ მიმართვაში უყენებს.

„ეს შენ გეხებას“ თქმით, ხელისუფლებას არ გამოუხატავს მზადყოფნა საკაბელო ოპერატორების მეშვეობით საინფორმაციო არხების სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. Must Carry–ის და Must offer–ის სააგიტაციო პერიოდის შემდეგ გახანგრძლივებაზე, რაც „არჩევნების დღეს და მის შემდეგ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“.

Must Carry–ის და Must offer–ის მოქმედება მხოლოდ არჩევნებამდე 60–დღიან პერიოდშია კანონით სავალდებულო.

სამოქალაქო კამპანიის მიმართვაში ხაზგასმულია, რომ აგვისტოდან ამ პრინციპების ამოქმედებამ „მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“.

„თუმცა, ინფორმაციის მიღება მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კვლავ შეზღუდულია“, – აცხადებს „ეს შენ გეხება“ და „გლობალ–ტვ“სა და „მაესტროს“  კუთვნილ დაყადაღებულ ანტენებზე ყადაღის მოხსნისკენ მოუწოდებს.

„სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი, საკმარისი და სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, უნდა განვიხილოთ, როგორც ფართო საზოგადოების ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების საჯარო განცხადებებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის“, – ნათქვამია მიმართვაში.

„ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს სატელიტური ანტენების გავრცელების შესაძლებლობა მონიტორინგის სათანადო მექანიზმების გამოყენებით, ხოლო Must Carry–ის და Must offer–ის მოქმედება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე გააგრძელოს.

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა უარყოფითად აფასებს სატელიტური თეფშების დაყადაღების გადაწყვეტილებას; ასევე „Must carry“-ის პრინციპის გახანგრძლივებას რესპოდენტთა 47% უჭერს მხარს და მხოლოდ 6%–ია წინააღმდეგი.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
65