Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს რეგისტრაციის ვადა სამი დღით გაუხანგრძლივდათ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 სექ.'12 / 18:07

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 13 სექტემბრის 18 საათამდე ექნებათ დრო, რათა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გაიარონ რეგისტრაცია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე 32 ქვეყანაში, რომელთა შორისაც რუსეთი ვერ მოხვდა.

რეგისტრაციისათვის საქართველოს მოქალაქეებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები პირადად ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულებების საფუძველზე უნდა წარადგინონ. ცესკოს თქმით, არანაირი ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ამ პროცედურისთვის საჭირო არ არის. 

კომისია განმარტავს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველო მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იდგეს. თუმცა ეს არ არის სავალდებულო წინაპირობა არჩევნებში მონაწილეობისთვის და თუ პირი ამგვარ აღრიცხვაზე არ იმყოფება, მას შეუძლია რეგისტრაციის გავლის გზით მოხვდეს საზღვარგარეთ გახსნილი უბნების სპეციალურ სიებში.

9 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც ცესკომ რეგისტრაციის ვადა 10 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე გაახანგრძლივა, თბილისის საქალაქო სასამართლოში  ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ გაასაჩივრა. მართალია კოალიცია მიესალმება ვადის გახანგრძლივებას, თუმცა სასამართლოსგან მოითხოვს იმ დამატებითი „ბარიერების“ მოხსნას, რაც რეგისტრაციის გავლის მიზნით უბნებზე პირადად ან ავტორიზებული წარმომადგენლის მეშვეობით გამოცხადების ვალდებულებას უკავშირდება.

იმვადროულად, ცესკოს ცნობით, იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც იდგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და არჩევნების დღეს იქნებიან საქართველოში, საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის მოთხოვნით უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე 53 216 ადამიანი იმყოფებოდა.
 
საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები ერთ საარჩევნო ოლქს შეადგენს და კანონის თანახმად, მათ შედეგებს ცესკო აჯამებს. ცესკოს ვებ–გვერდზე ოლქების მიხედვით გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა რაოდენობაში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთა ან საზღვარგარეთ რეგისტრირებულთა რაოდენობა ცალკე  არ არის მოცემული. ამ ინფორმაციის ცესკო–დან მოპოვება მოცემული მომენტისთვის ვერ მოხერხდა.

სულ საზღვარგარეთ 40 საარჩევნო უბანია გახსნილი 32 ქვეყნის 38 ქალაქში.

ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი (ოთხი) საბერძნეთშია - ორ-ორი ათენსა და სალონიკში; თურქეთში სამი უბანი გაიხსნა - ანკარაში, სტამბოლსა და ტრაპიზონში; ასევე სამი უბანია უკრაინაში -  კიევი, ოდესა და დონეცკი; აშშ-ში კი ორი უბანი – ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში.

დანარჩენ 28 ქვეყანაში თითო-თითო უბანი იფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: ვენა; ბაქო; მინსკი; ბრიუსელი; სოფია; ბერლინი; კოპენჰაგენი; ლონდონი; ქაირო; მადრიდი; ტალინი; თელ-ავივი; რომი; ნიქოზია; რიგა; ვილნიუსი; ჰააგა; ვარშავა; ბუქარესტი; პარიზი; ბრატისლავა; ერევანი; ტაშკენტი; ალ-ქუვეითი; ასტანა; სტოკჰოლმი;  ბერნი და პრაღა.

ამის გარდა, ორი სპეციალური უბანია შექმნილი ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცებისთვის - ორივე უბანი ჰელმანდის პროვინციაშია.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში არ ფიგურირებს რუსეთი. საარჩევნო კომისია განმარტავს, რომ მან უბნები საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ ქვეყნებში გახსნა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მან უბნების გახსნა ცესკოს იმ ქალაქებში შესთავაზა, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ფუნქციონირებს და მათ შორის „ტექნიკური პრობლემების“ გამო რუსეთი ვერ მოხვდა.

„მოსკოვში საარჩევნო უბნის გახსნა უდაოდ პრობლემური საკითხია“, – განაცხადა 10 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, „ბევრი ვიმსჯელეთ ამის თაობაზე, თუმცა, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში ძალიან რთულია ტექნიკურად უზრუნველყო არჩევნების ჩატარება უსაფრთხო და დაცულ პირობებში“.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილია და ეს ორი ქვეყანა კავშირს შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით ამყარებს.

კალანდაძემ იმ მიზეზებს შორის, რის გამოც რუსეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნა, ასევე დაასახელა ის, რომ რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან საქართველოს ინტერესების სექცია „ჯერ კიდევ გაუმართავად ფუნქციონირებს“ და ასევე „ჩვენ შეზღუდული ვართ იმ ბერკეტებში, რაც გულისხმობს შუამდგომლობას, მაგალითად, ვიზების მიღებისთვის, რომელიც აუცილებელი იქნებოდა პარტიული წარმომადგენლებისთვის“.

„აქვე დავამატებდი, რუსეთის ფედერაციამ ორივე არჩევნები ისე ჩაატარა, რომ ჩვენთვის ოფიციალურად არ მოუმართავს საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე“, – დასძინა მან.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც უცხოეთში არჩევნების ჩატარებას უკავშირდება არის ის, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რაც საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული, ორშაბათს ემთხვევა.  ზოგიერთი ემიგრანტის თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება კენჭისყრაში მათ მონაწილეობას ხელს შეუშლის მითუმეტეს, რომ ბევრ მათგანს სხვა ქალაქებში ჩასვლა მოუხდება ხმის მისაცემად.

საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველების ჯგუფმა, რომლებიც, ძირითადად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ, არაერთი აქცია გამართეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მათთვის გამონაკლისის სახით არჩევნების კვირა დღეს გადმოწევის მოთხოვნით. თუმცა ეს მოთხოვნა ცესკომ არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ პრეზიდენტის განკარგულებით დადგენილი არჩევნების თარიღის შეცვლის უფლებას კანონი არ აძლევს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13