Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაჩო ახალაია პროტესტის ფონზე გადადგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 სექ.'12 / 21:54


ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი, 2009 წლის სექტემბერი. ფოტო: ინტერპრესნიუსი 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე. 

ახალაიას, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემას 2005–2008 წლებში ხელმძღვანელობდა და სავარაუდოდ, არაფორმალურად მანამდე კურირებდა მას, ვიდრე მთავრობა დარტყმას მიიღებდა ციხეებში არადამიანური მოპყრობის სკანდალით, რასაც ფართო საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, 1 ოქტომბრის არჩევნებემდე თერთმეტი დღით ადრე მოუწია გადადგომა. 

ციხის თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც პატიმრების ცემისა და არაადამიანური მოპყრობის გამო დააპატიმრეს 18 სექტემბერს სკანდალური ვიდეო–მასალების გავრცელების შემდეგ, მისი ახლობლები იყვნენ.

შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ახალაია ამბობს: „მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა.“

„მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. აქედან გამომდინარე მე ვგრძნობ მორალურ  და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას  იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით,“ ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობებს მისი მოადგილე, ეკა ზღულაძე ასრულებს.

20 სექტემბერს თავის სატელევიზიო განცხადებაში ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ „საქართველოში არ არის ადგილი ძალადობისთვის“ და მოქალაქეთა უსაფრთხობის უზრუნველყოფის პირობა დადო, „მათ შორის არჩევნებზე“.


ფოტო სატელევიზიო კადრიდან, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ზღულაძე გამოდის, რომელიც შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო 2006 წლიდან. 

„ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს თავისუფალ და მშვიდ გარემოში. ეს სამინისტრო იქნება ამის გარანტორი“, – განაცხადა ზღულაძემ.

ახალაიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ქუჩის საპროტესტო აქციის მონაწილეთა სიხარული მოყვა, რომლებიც უკვე ორი დღეა ახალაიას გადადგომას მოითხოვდნენ. თუმცა, რამდენიმე მათგანმა უკვე მოუწოდა ახალაიას გასამართლებისკენ, ხოლო სხვები ამბობდნენ, რომ ახლა იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ჯერია.

ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრი ივლისის დასაწყისში, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გახდა, როდესააც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ–მინისტრად დაინიშნა. მანამდე ახალაიას თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.

ბაჩო ახალაიას მამა, როლანდ ახალაია, რომელიც სამეგრელოს რეგიონის მთავარი პროკურორი იყო, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ზუგდიდის ერთმანდატიან ოლქში. ახალაიას ძმა, დათა, ივლისის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. მანამდე დათა ახალაია კონსტრიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

2009 წლის აგვისტოში, როდესაც სააკაშვილმა, იმ დროს 29 წლის ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრად დააწინაურა, მუხროვანის ამბოხების შემდეგ, თავისი ეს ქმედება იმით ახსნა, რომ თავდაცვის სფეროს უფრო მკაცრი ხელი ესაჭიროებოდა. 

WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ–ერთი კონფიდენციალური დიპლომატიური გზავნილის თანახმად, რომელშიც საუბარია ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე სააკაშვილის გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზებზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ უთხრა ამერიკის მაშინდელ ელჩს, რომ „ახალაია ‘მიშას კაცია’ და არა ‘ვანოს კაცი’ და მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ არ განეხილათ ეს დანიშვნა, როგორც შს სამინისტროს გადასვლა თავდაცვის სამინისტროში“. ახალაიას „სააკაშვილი განიხილავს როგორც ეფექტურს“, ნათქვამია გზავნილში, რომელიც 2009 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება.

სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძესაც მოუხდა თანამდებობის დატოვება მას შემდეგ, რაც პატიმართა წამების და ცუდი მოპყრობის ვიდეოჩანაწერები გავრცელდა.  მის ადგილას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დანიშნა.   

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35