Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერაბიშვილი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მთავარი ამოცანაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 სექ.'12 / 17:25

პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი 21 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ეკა ზღულაძეს და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა და უთხრა მათ, რომ აღკვეთონ ნებისმიერი ძალადობა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდშიც.

„ჩვენი ქვეყნის მთავარო ამოცანა არის საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება იქ, სადაც ადგილი შეიძლება ქონდეს ძალადობას. ამიტომ იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს არჩევნები ძალადობის გარეშე, ეს უნდა უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ; ამის რესურსები და გამოცდილება მას გააჩნია. და არაერთხელ დაამტკიცა ქართულმა პოლიციამ, რომ მას ძალუძს თავიდან აიცილოს ნებისმიერი ძალადობა და უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის გაკეთება“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მან ასევე უთხრა შსს–ს ხელმძღვანელობას ძალღონე არ დაიშურონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნებამდე დარჩებილ 10 დღეში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში არანაირ ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი.

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ახლა მიმდინარეობს სასჯელაღსრულების სისტემის „რეორგანიზაცია“. მისი თქმით, საპატრულო პოლიცია ციხეებში რჩება, სადაც იმავდროულად ახალი თანამშრომლების დაკომპლექტება ხორციელდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30