Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლიცია უარყოფს „პოლიტიკურად მოტივირებულ“ დაპატიმრებებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 სექ.'12 / 12:56

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო დროს პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირებული ადამიანების დაჭერები იყო რეაგირება იმ გარკვეულ ინციდენტებზე, რაც ციხის სკანდალს მოჰყვა.

ადგილობრივმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ოცზე მეტი პოლიტიკურად აქტიური პირის, მათ შორის ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავებებმა, ძირითადად სავარაუდო ადმინისტრაციული დარღვევების გამო, და ასევე იმ ხარვეზებმა, რომლებიც სულ ცოტა რამდენიმე ამ საქმესთან დაკავშირებით განხორციელებულ სამართლებრივ პროცედურებში გამოვლინდა, ეჭვები აღძრა, რომ დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ არჩევნების წინ განხორციელებულ ამ დაკავებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და მოუწოდა „ხელისუფლებას შესაბამისი თავშეკავება გამოიჩინოს განსაკუთრებით ამ მგრძნობიარე დროს“.

„სამწუხაროდ ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ძალადობრივი ქცევის შემთხვევებმა, სადაც ხშირად ჩართული იყვნენ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირში შემჩნეული პირები“, – განაცხადა შსს–მ 26 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ წინა პერიოდში არსებული მშვიდი გარემოს მიუხედავად,  „ციხის სკანდალური კადრების გამოჩენის შემდგომ სიტუაცია დაიძაბა და გაჩნდა აგრესიული, დაშინების, მუქარის და ზოგ შემთხვევებში ძალადობრივი ქმედების ფაქტები“. 

„მათ შორის იმატა  საჯარო მოხელეების და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მიმართ მუქარებმა და ხშირ შემთხვევებში თავდასხმის ფაქტებმა ან თავდასხმის მუქარებმა“, – აცხადებს შსს, „მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პოლიტიკური აქციების უმეტესობა მშვიდობიან ხასიათს ატარებს ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტების ქცევა პრობლემატური გახდა წინა საარჩევნო პერიოდში“.

„ყველა სამართალდამცავს და პოლიციის ოფიცერს მიეცა განკარგულება შეინარჩუნონ სიმშვიდე და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ პოლიტიკური თვალსაზრისით აქტიურ პერიოდში. ხსენებული კონფლიქტების უმეტეს შემთხვევებში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ დაუპატიმრებიათ და დაუკავებიათ არც ერთი პირი, თუმცა იმ შემთხვევებში, სადაც არსებობდა საშიშროება რომ მომხდარიყო ფიზიკური ძალადობა მოქალაქეების ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ სამართალდამცავები ვალდებული იყვნენ რეაგირება მოეხდინათ, რათა არ გადაზრდილიყო სიტუაცია უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„არცერთი დაკავება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, არამედ მოხდა რეაგირება გარკვეულ ინციდენტებზე. პოლიცია განაგრძობს კანონის დაცვას და უზრუნველყოფს, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს და პოლიტიკურ პარტიას ქონდეს შესაძლებლობა აწარმოოს საარჩევნო კამპანია  მშვიდ და დაცულ გარემოში“, – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტების გარდა, პოლიციამ ასევე დააკავა მმართველი პარტიის ერთი წარმომადგენელი სააგენტო „ინფო9“–ის ოპერატორზე თავდასხმის გამო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11