Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი: საქართველოს ისტორიაში პირველად შეიცვლება დღეს ხელისუფლება არჩევნების გზით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ოქტ.'12 / 12:49


ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე საარჩევნო უბანთან, რომელშიც ხვედელიძემ ხმა მისცა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. 

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ „საქართველოს ისტორიაში პირველად შეიცვლება დღეს ხელისუფლება არჩევნების გზით“.

„საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველი ხალხი ახერხებს გააკეთოს ჭეშმარიტად დემოკრატიული, დემოკრატიულთან ახლოს არჩევნები  – ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ ხელისუფლებამ უკვე ძალიან ბევრი დარღვევები განახორციელა, ძალიან დიდი ძალადობა იყო არჩევნების დღემდე, დღესაც ალბათ კიდევ რაღაცას მოიფიქრებენ – მაგრამ ქართველის ხალხის სიბრძნემ, ქართველი ხალხის დიდმა ისტორიულმა გამოცდილებამ მოახერხა და შექმნა ის პირობები, რომ ჩვენ დღეს არჩევნებით პირველად მოვახერხებთ და გავისტუმრებთ, ჩავანაცვლებთ ხელისუფლებას“.

ეს განცხადება ივანიშვილმა საარჩევნო უბანთან გააკეთა, სადაც მეუღლეს ახლდა, თუმცა თავად არ მიუღია მონაწილეობა კენჭისყრაში, რადგან აცხადებს, რომ არ სარგებლობს ხელისუფლების მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც მას, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს. ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა პოლიტიკურად გააქტიურებისთანავე შეუწყდა.

„ამ არჩევნებს აქვს ის დატვირთვა, რომ საქართველოში დაბრუნდეს სამართლიანობა და ქვეყანა განვითარდეს დემოკრატიულად“, – აღნიშნა მან.   

ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ მისი კოალიცია პარლამენტის 150 მანდატის სულ ცოტა 2/3–დს მიიღებს, როგორც ის ამის შესახებ თავიდანვე პროგნოზირებდა.  

"ჩვენ მივიღებთ 2/3 ადგილებს არანაკლებს პარლამენტში. თუ იდეალურად ჩატარდა არჩევნები, რისი იმედიც არ მაქვს, ნაციონალური მოძრაობა დიდი ალბათობით ვერ შემოვა პარლამენტში საერთოდ", – განაცხადა მან. 

"მე ვიცი საქართველოს მოსახლეობის განწყობა, რომ მაგათი [ხელისუფლების] გაგონება აღარ უნდა არავის იმდენად ყელში აქვს ყველას, შინაურებსაც კი და ის გუნდის წევრებიც კი, რომლებიც მაგათ ახლობლებად მოიხსენიება, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი არ მისცემს ხმას", – აღნიშნა მან. 

ივანიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის გადატანის შესახებ. მისი თქმით, ეს არ არის "მთავარი" საკითხი, თუ სად გამართავს პარლამენტი პირველ შეკრებას, მითუმეტეს, რომ "დაანგრიეს და გაანადგურეს თბილისის პარლამენტი ისე, რომ დაჯდომაც არ შეიძლება".  "თან ქუთაისლებს არ ვაწყენინებთ ალბათ პირველ ეტაპზე", ხოლო შემდეგ "ჩავეკითხებით" საქართველოს მოსახლეობას პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ, განაცხადა მან.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33