Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ–ის ელჩის კომენტარი არჩევნებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ოქტ.'12 / 13:11


ბრიტანეთის ელჩი ჯუდით გოფი და აშშ–ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი 1 ოქტომბერს თბილისის ერთ–ერთი საარჩევნო უბნის წინ ჟურნალისტებს ესაუბრებიან.  აშშ–ის საელჩოს ფოტო.

აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა 1 ოქტომბერს, რომ ყველა პარტიის "ლიდერმა განგვიცხადა, რომ ისინი პატივს სცემენ სარწმუნო პროცესის შედეგებს და აქტიურად მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, რათა მათაც ასევე პატივი სცენ მოცემულ შედეგებს“. 

„წინასაარჩევნო კამპანია დასრულებულია და ამჟამად არჩევნების შედეგები ქართველ ამომრჩეველთა ხელშია. არჩევნების დროს ადგილი აქვს ნამდვილ კონკურენციას. განცხადებებისა და პროგნოზების დიდი რაოდენობის მიუხედავად, წინასწარ არავინ იცის, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი არჩევნები. დღევანდელი არჩევნების შედეგი დამოკიდებულია თითოეული ქართველის ხმაზე“, – განაცხადა მან. 

„ჩვენ, როგორც დამკვირვებლებს, თხოვნით მოგვმართეს, რათა განვახორციელოთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი და შეტყობინება გავაკეთოთ ნებისმიერი დარღვევის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ადგილი არ ექნება დარღვევებს, მაგრამ თუ ისინი მოხდება, ჩვენ განვაცხადებთ მოცემული დარღვევების შესახებ, განურჩევლად იმისა, თუ ვის მიერ იქნება ისინი დაშვებული.  ყველას სურვილია, მიღწეული იქნას არჩევნების სარწმუნო შედეგები. ყველა მხარის ლიდერმა განგვიცხადა, რომ ისინი პატივს სცემენ სარწმუნო პროცესის შედეგებს და აქტიურად მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, რათა მათაც ასევე პატივი სცენ მოცემულ შედეგებს“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. 

„ჩვენ ამას მოველით, ამას მოელის და იმსახურებს ქართველი ხალხი. ყველა შედეგის დათვლისა და ნებისმიერი სირთულის სათანადო შეფასების დროს საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნების, ნდობისა და მოთმინებისაკენ მოვუწოდებთ. ქართველები უნდა ამაყობდნენ ამ დღით. საერთაშორისო საზოგადოება კვლავინდებურად საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაში“, – დასძინა აშშ–ის ელჩმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32