Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საერთაშორისო შეფასებები საქართველოს არჩევნებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ოქტ.'12 / 12:43

ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო შეფასებები საქართველოში 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც პრეზიდენტ სააკაშვილის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა და ოპოზიციაში გადავიდა მას შემდეგ, რაც ის ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა.

ამონარიდები OSCE/ODIHR–ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშიდან წინასწარი მონაცემების და დასკვნების შესახებ, რომელიც 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა:

  • არჩევნებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კონსოლიდაციის საქმეში ეუთოს და ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, თუმცა გარკვეული მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ მოსაგვარებელი რჩება.
  • კამპანია კონკურენტული იყო, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე, რომელშიც მოქალაქეთა აქტიურად იყვნენ ჩართულები... თუმცა წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო,  იგი მკვეთრი რიტორიკის გამოყენებით და ზოგ შემთხვევაში ძალადობის გამოვლინებით ხასიათდებოდა.
  • სახელმწიფოს აქტივობებსა და მმართველი პარტიის კამპანიას შორის განსხვავება ხანდახან არ ჩანდა.
  • მთლიანობაში არჩევნების დღემ მთელი ქვეყნის მასშტაბით წყნარ და მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების დღის ყველა ეტაპი პროცედურების შესრულების მხრივ მთლიანობაში დადებითად შეაფასეს, თუმცა ხმების დათვლის პროცესმა ნაკლებად პოზიტიური შეფასება მიიღო.
  • საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხმების დათვლის პროცესი ხმის მიცემის პროცესთან შედარებით ნაკლებად პოზიტიურად შეაფასეს.
  • დაკვივრვების ქვეშ მყოფი საარჩევნო უბნების თითქმის ერთ მეექვსედში ხმის დათვლის პროცესი ნეგატიურად იქნა შეფასებული.


აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადება – 2 ოქტომბერი:

„ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში მშვიდობიან და აქტიურ მონაწილეობას. ეს ისტორიული დღე იყო ყველა ქართველისთვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. 

ჩვენ მხარს ვუჭერთ OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას და მის შეფასებას, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფლად გამოხატა თავისი ნება საარჩევნო ყუთებთან. და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ხმების საბოლოო დათვლა და დავები გამჭირვალედ წარმართონ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისობით. 

ახლა, როდესაც ქრთველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტიას ერთად იმუშავონ კონსტრუქციულად ახალ პარლამენტში, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ მოუთმენლად ველით მუშაობას ახალ პარლამენტთან ისევე, როგორც [მინისტრთა] კაბინეტთან და საქართველოს პრეზიდენტთან, რათა ჩვენს მყარ ურთიერთობებს დავეყრდნოთ და ქართველი ხალხისათვის უფრო ნათელი მომავალი შევქმნათ“.   

თეთრი სახლის პრეს–მდივნის განცხადება – 2 ოქტომბერი:

„ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს ქართველ ხალხს გუშინდელი საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას, და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტის მიღწევას. კონკურენტული კამპანიის ჩატარებით, დემოკრატიული უფლებების გამოყენებით და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულების დადასტურებით საქართველოს მოქალაქეებმა რეგიონალური და გლობალური მაგალითი აჩვენეს. ადგილობრივმა და საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებმა, მათ შორის  OSCE/ODIHR-მა, ხელი შეუწყვეს გამჭირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას. მიუხედავად იმისა, რომ ხმების საბოლოო დათვლა და საჩივრების განხილვა კვლავ მიმდინარეობს, ეს არჩევნები ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება. 

მომდევნო დღეებსა და თვეებში კვლავ ბევრი სამუშაო რჩება. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ, და ასევე საქართველოს ახალმა პარლამენტმა ერთად უნდა იმუშაონ ეროვნული ერთობის სულისკვეთებით, რათა უზრუნველყონ შემდგომი პროგრესი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე, ქართველი ხალხისა და მთელი რეგიონის საკეთილდღეოდ. 

ამერიკის შეერთებული შტატები ქართველების გვერდზე დგას ამ ისტორიული არჩევნების აღიარების საქმეში. პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია მოუთმენლად ელიან საქართველოსთან ჩვენი ახლო თანამშრომლობისა და ძლიერი ორმხრივი პარტნიორობის გაგრძელებას".  

ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება – 3 ოქტომბერი 

„მე ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალი, კონკურენტული და მშვიდობიანი საპარლამენტო არჩევნების დასრულებას. ეს ისტორიული მომენტია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ახლა მნიშვნელოვანია ყველა მხარისთვის, რომ გაერთიანდნენ ქვეყნის სასიკეთო საქმეში და გააძლიერონ რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტები. ნატო საქართველოსთან ჩვენი ახლო ურთიერთობის ერთგული რჩება. მოუთმენლად ველით ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას“.

შტეფან ფულეს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის და კეტრინ ეშტონის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება – 2 ოქტომბერი:

„ევროკავშირი ულოცავს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. პასუხისმგებელი ხელისუფლებაც და კონსტრუქციული ოპოზიციაც ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მოვუწოდებთ ახალ პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს ერთად იმუშაონ საქართველოს ინტერესებისთვის. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგადად პოზიტიური ჩატარება და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას მისი დემოკრატიული კურსის მიმართ... ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებას“. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება – 3 ოქტომბერი:

„აშკარაა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ცვლილებებს მისცა ხმა. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში ისინი [ცვლილებები] მისცემენ საქართველოს საშუალებას დაიწყონ ნორმალიზაცია, კონსტრუქციული და საპატიო ურთიერთობების დამყარება მეზობლებთან. რუსეთში ასეთ განვითარებას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მიესალმებოდნენ“.

რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა 2 ოქტომბერს: 
 
„თუ არჩევნების შედეგები რეალური გახდება, პოლიტიკური ლანდშაფი საქართველოში უფრო მრავალფეროვანი გახდება. ეს მხოლოდ მისასალმებელია, ვინაიდან ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი ძალები გამოჩნდებიან პარლამენტში“.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25