Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხელისუფლების გადაცემაზე მოლაპარაკებები დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ოქტ.'12 / 15:59


კადრი ვიდეომასალიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაგიდის მარჯვენა მხარეს, მარცხნიდან მარჯვნივ: სოზარ სუბარი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი. მოპირდაპირე მხარეს, მარჯვნიდან მარცხნივ: მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, თბილისის მერი გიგი უგულავა და მოქმედი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი.

კოალიცია „ქართული ოცნების“ და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 5 ოქტომბერს ხელისუფლების გადაცემის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით პირველი შეხვედრა გამართეს. მეორე შეხვედრა ორშაბათს იგეგმება.

ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა, შეხვედრაზე წარმოადგენდნენ: გიგა ბოკერია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; თბილისის მერი გიგი უგულავა; პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი.

„ქართულ ოცნებას“ კი წარმოადგენდნენ ირაკლი ალასანია, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერი; დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი; ასევე ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი, ბიძინა ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლიდერები.

დღევანდელი შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.

„სამთავრობო ტრანზიციის კონსულტაციები დაიწყო. ეს კონსულტაციები სავარაუდოდ გაგრძელდება უკვე კონკრეტიკით ორშაბათს“, – განუცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, „ჩვენ გვქონდა ასევე საუბარი იმ საკითხებზე, რომ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა პრობლემა, ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში და მოემზადება ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი უკვე მთავრობის დაკომპლექტების საკითხებით, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო“.

„ჩვენი წარმომადგენლები ჩაერთვებიან იმ დელეგაციების მუშაობაში, რომლებიც ჟენევის ფორმატში მუშაობენ, ევროკავშირთან მუშაობენ სხვადასხვა საკითხებზე. ოფიციალურად მთავრობის დამტკიცებამდე, რომელსაც რამდენიმე კვირა დასჭირდება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველა ძირითად სტრუქტურაში, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში მიავლენენ თავიანთ წარმომადგენლებს, რათა უზრუნველყოთ სტაბილურობა და უმტკივნეულო გადაბარება ყველა საქმის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პირველი შეხვედრა იყო „ნაყოფიერი და ჩვენი გუნდი კმაყოფილია დღევანდელი შეხვედრით“.  

გიგა ბოკერია ასევე მიესალმა პირველ შეხვედრას, როგორც „ძალიან კონსტრუქციულს და პოზიტიურს“ და განაცხადა, რომ ძალაუფლების გადაცემასთან დაკავშირეული ყველა ძირითადი საკითხი იქნა განხილული.

„ბუნებრივია ჩვენ შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესს ტრანზიციისა, ახალი  მთავრობის ჩამოყალიბებისა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შედეგად. შევეხეთ დღეს მიმდინარე საკითხებსაც, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების შედეგების შეჯამებასთან, იცით რომ არის პრობლემა, მაგრამ ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმ ატმოსფეროს, საქმიან ატმოსფეროს, რომელიც იყო ამ შეხვედრაზე“, – განაცხადა მან.

„გამოჩნდა, რომ ორივე მხარე ძალიან კარგად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, საკუთარ პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი და პირველი დემოკრატიული გადაცემა ხელისუფლების მოხდეს მშვიდ, სტაბილურ და ნორმალურ ვითარებაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

არსებული კონსტიტუციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი პრემიერ–მინისტრი უნდა დაასახელოს. თუმცა, დავით ბაქრაძემ გაიმეორა მოლაპარაკებების შემდეგ, რომ  „ქართულ ოცნებას“ არავითარი ხელოვნური პრობლემები არ შეექმნება მთავრობის ფორმირების საქმეში.

„ძალიან კონსტრუქციული და დადებითი შეხვედრა იყო“, – განაცხადა ბაქრაძე. "ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ორშაბათს უკვე შემდეგი შეხვედრა გაიმართება და გავაგძელებთ მსჯელობას ყველა იმ კონკრეტულს ნაბიჯზე, კონკრეტულ საკითხზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ხელისუფლების და მთავრობის გადაბარება ქვეყანაში მოხდეს მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15