Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი ახალ მთავრობას ორშაბათს წარადგენს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ოქტ.'12 / 19:55

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მთავრობის ახალ შემადგენლობას 8 ოქტომბერს წარადგენს.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გააჩნია მონახაზი, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს მინისტრების პოსტები და საბოლოო გადაწყვეტილებას თანაგუნდელებთან ამ საკითხის შეთანხმების შემდეგ მიიღებენ. მისი თქმით, პარლამენტში არჩეული "ბევრი" ადამიანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავა.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არსებული ხელისუფლება საქმეების გადაბარებას იქამდე დაიწყებს, ვიდრე ახალ მთავრობას დაამტკიცებდეს პარლამენტი პირველი შეკრების შემდეგ.

ხელისუფლების „ტრანზიციაზე“ მოლაპარაკებები „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის სამუშაო ჯგუფებმა 5 ოქტომბერს გამართული შეხვედრით დაიწყეს.

„კარგად აქვთ გაცნობიერებული რეალობა და ძალიან მეგობრული საუბარი იყო იქ“, – განაცხადა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის შესახებ ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს.

„არავითარი ხელისშეშლა არ მოხდება და ძალიან მოკლე დროში გადავიფორმებთ ჩვენ ხელისუფლებას“, – აღნიშნა მან.

ნაციონალურ მოძრაობასთან დღევანდელი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „ოფიციალურად მთავრობის დამტკიცებამდე, რომელსაც რამდენიმე კვირა დასჭირდება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველა ძირითად სტრუქტურაში, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში მიავლენენ თავიანთ წარმომადგენლებს, რათა უზრუნველყოთ სტაბილურობა და უმტკივნეულო გადაბარება ყველა საქმის“.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15